15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

ჩვენი ეპოქა (ტომი II)

ფასი : 12 ლარი
ყდა : მაგარი
გვერდების რაოდენობა : 152
ფორმატი : 21.5/27.5
ასაკი : უფროსებისთვის
ISBN : 9789941218125
აღწერა :
მკვლელობის შემდეგ „გრიცკო“ სანაიას სახლის გასაღებით გარედან კეტავს კარს. იპარავს 140
ლარს გიორგის ჯიბიდან. სისხლიან ზეწარს სადარბაზოს სარდაფში აგდებს, აჩერებს ტაქსის და
მშრალ ხიდთან მიდის. ამ ტერიტორიაზე აგდებს ტყვიის მასრას, მიდის თავისი მეგობრის, მალხაზ
ხვედელიანის კორპუსთან. გასაღებს სახლის მახლობლად აგდებს და შინ გამთენიისას შედის...

მერაბ ელიოზიშვილი: გალიაში ვარ და გალიიდან ვიხედები. ამას ამ ცხოვრებაზე მოგახსენებთ.
ეკლესია სულიერია, ის ცხოვრება სხვაა... მე, მაგალითად, კიდევ არა მჯერა, რომ შიდა ქართლი
დაკარგულია, როგორც ამბობენ. მაშ, რაღა დაგვრჩა და რისთვისა ვართ!

მელორ სტურუა: თუ შენ არაფერი გაქვს, არა ხარ თავისუფალი ადამიანი და იცი, რომ ხვალ
შეიძლება მონად გადაიქცე, მაგრამ თუ გაქვს მიწა, ისიც, რაც ამ მიწაზეა და რასაც უკანონოდ ვერავინ
წაგართმევს, ხდები ჭეშმარიტი მოქალაქე!

აკა მორჩილაძე: არც ერეკლე გვყავს, არც ილია და აღარც არსენა და, ალბათ, აღარც
გვეყოლებიან არასოდეს.

22 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე, მერიის შენობის წინ, ათეულობით ათასი ოპოზიციის
მხარდამჭერი შეიკრიბა. მათ მალე გეზი სახელმწიფო კანცელარიისაკენ აიღეს, რომელიც პოლიციისა
და შინაგანი ჯარის გაძლიერებული რაზმებით იყო გამაგრებული. მომიტინგეების გამოჩენის შემდეგ
პოლიციამ და ჯარისკაცებმა (მიუხედავად იმისა, რომ წყალსატყორცნებითა და ხელკეტებით იყვნენ
შეიარაღებულნი) ძალის გამოყენებაზე უარი თქვეს და მომიტინგეებს სახელმწიფო კანცელარიისკენ
გაუხსნეს გზა(!). ამ დროისათვის შევარდნაძე უკვე პარლამენტის შენობაში, პრეზიდენტის ფლიგელში
იმყოფება...