15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

ჩვენი ეპოქა (ტომი I)

ფასი : 12 ლარი
ყდა : მაგარი
გვერდების რაოდენობა : 152
ფორმატი : 21.5/27.5
ასაკი : უფროსებისთვის
ISBN : 9789941218118
აღწერა :
ზვიად გამსახურდია: „მე დაგიხატავთ ჩემი პოსტიდან წასვლის შემდგომ თბილისს: თბილისი
გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული
ხელისუფლება, შეიარაღებული ბანდები, მათ შორის იქნება მუდმივი ბრძოლა ძალაუფლებისა და
ზეგავლენისთვის“
აკადემიკოსი, აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს მრჩეველი ლორიკ მარშანია:
„არ არსებობს სხვა უფრო ერთმანეთთან ახლო მდგომი ხალხი, ვიდრე აფხაზები
და ქართველებია. სწორედ საქართველოსთან კავშირით შეინარჩუნა აფხაზეთმა
ეთნოისტორიული სივრცე, საკუთარი სახე. არც ერთ ყოფილ საბჭოთა ავტონომიას არ მიუღწევია ეროვნული ეკონომიკის, სოციალური სფეროს, ენის, ლიტერატურის, მეცნიერების, კულტურის, კადრების მომზადების ისეთი მაღალი დონისთვის, როგორიც აფხაზეთს“

„ნიუტონას“ დღიურებიდან: „2 ოქტომბერს, გამთენიისას, რაღაც ჯოჯოხეთურმა ზრიალმა წამოგვყარა
ფეხზე. თავზარდამცემი გუგუნი ბოლომდე გამყვება და ამ ხმით ვიცნობ მეორედ ნამდვილი
სიკვდილის მოსვლასაც. ბავშვების წივილსაც ჰგავდა, ქალების კივილსა და კაცების ხრიალს, ნელ-
ნელა რომ სჭრიან ყელს. ჩვენი ბიჭების ღრიანცელმა მომიყვანა გონს. განგაშია“
გაზეთი „მონდი“: „შევარდნაძემ შეუმცდარი ალღოთი გაიანგარიშა, საით უბერავდა ქარი და
როგორც მსოფლიო კლასის დიპლომატმა და პოლიტიკოსმა, საქართველოს სასარგებლოდ დააწყო
ფიგურები ნავთობის სიმბოლურ საჭადრაკო დაფაზე“

„კვირის პალიტრა“, N4 1999 წ. „თუ კარგა ხანს დაჰყოფთ მთაწმინდაზე, თქვენ წინაშე წარმოსდგება საშობაო ნაძვის ხესავით მოციმციმე ჩვენი დედაქალაქი და მოწმე გახდებით ტრაგიკომიკური სურათისა: როგორც კი ჩაქრება ერთი უბანი, ინთება მეორე... მეორე ჩაქრება და ინთება მესამე, ოღონდ ქალაქის სხვა ნაწილში, შემდეგ ყველა ერთად ჩაქრება, კვლავ აინთება და ა.შ.
თბილისელების მთელი გულისყური და იმედი თელასის მეპატრონე ფირმისა და მისი სიმპათიური წარმომადგენლისკენ, მაიკლ სქოულისკენ არის მიმართული“