წიგნი
ხაჭაპური
ფასი : 17.99 ლარი
ფორმატი : 28,5/28 (მრგვალი)
ISBN : 978-9941-19-860-1
აღწერა :

საქართველოში ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები უძველესი დროიდან ხარობს. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ჩვენში ცხობის კულტურის მდიდარი და მრავალფეროვანი ტრადიციები, რომელიც ქვეყნის ყველა კუთხეში ოდითგანვე განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენდა. ქართულ ღვეზლებში ყველაზე პოპულარული ხაჭაპურია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხაჭაპურსა და ყველით დამზადებულ სხვა ცომეულს ყველთან ერთად კარტოფილი, ისპანახი, მოხარშული კვერცხი და სხვა ინგრედიენტები ემატება. ხაჭაპურისა და ღვეზლების გამოსაცხობად რამდენიმე ტიპის ცომს იყენებენ; მათი მომზადების ტექნოლოგიებიც განსხვავებულია.


წიგნში დეტალურადაა აღწერილი ყველა სახის ცომის მომზადების პროცესი.გარდა ამისა, გაეცნობით ისეთ რეცეპტებს, რომლებიც ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს არ განეკუთვნება, მაგრამ საკმაოდ პოპულარულია.

Email