წიგნი
აუშვიცის ტატუისტი
ფასი : 12.95 ლარი
სერია : ლიტერე ინვენტე
ISBN : 978-9941-29-754-0
აღწერა :

ლალე, ერთი მშრომელი და უკეთეს მომავალზე მეოცნებე ებრაელი ბიჭი, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს სასწაულით იმის წყალობით გადაურჩა, რომ ტატუისტი გახდა ‒ ათეულათასობით ტყვეს ნომრავდა. ტყვეობის დროს ბევრი ტრაგედიისა და ნაცისტთა სისასტიკის მოწმე შეიქნა, მაგრამ მტკიცე რწმენამ, რომ აუცილებლად უნდა გადარჩენილიყო, გააძლებინა... მისმა თავდადებამ იხსნა სხვა ტყვეებიც ‒ მისგან მალულად მიწოდებულმა მოპარულმა პურის ნატეხებმა და ნუგეშისცემამ... გაზის კამერებში მოსაგუდად განწირული უამრავი ტყვეც სწორედ მისმა სიმამაცემ გადაარჩინა ‒ ლალე მათ ხელებზე ნომრებს ცვლიდა, ახალ ტატუს უკეთებდა.

სწორედ იმ ჯოჯოხეთში იპოვა ნამდვილი სიყვარული ‒ მასავით ტყვე გიტა ფურმანოვა, რომელიც 1945 წელს, აუშვიცის ბანაკის გათავისუფლებამდე ორი დღით ადრე, სხვა ტყვე ქალებთან ერთად უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.

Email