წიგნი
არასოდეს გამიშვა
ფასი : 9.95 ლარი
ფორმატი : 13.5/21
ISBN : 978-9941-24-077-5
აღწერა : ესაა ისტორია, რომელშიც ადამიანად ყოფნის იდეა სამი ბავშვის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. რუთი, ქეითი და ტომი ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს თითქოს გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს; სადაც მათი ცხოვრება დაგეგმილია, ბედი - წინასწარ განსაზღვრული; სადაც მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს, რომ ისინი განსაკუთრებულნი არიან.
და რატომ არიან ისინი განსაკუთრებულნი? რა გამოარჩევს „ჰეილშემის შვილებს“ სხვებისგან? - ბავშვებისთვის პასუხი უცნობია. ისინი კლონები არიან, სამომავლოდ კი დონორები უნდა გახდნენ.
უამრავი ტკივილი, იმედგაცრუება... წლების შემდეგ კი ყვე­ლა­ფერი იცვლება. ქეითი უკვე ახალგაზრდა ქალია, როდესაც რუთი და ტომი კვლავ ჩნდებიან მის ცხოვრებაში. და პირველად, ამდენი წლის შემდეგ, ჩნდება იმედიც.  ქეითი იხსენებს მათ საერთო წარსულს. ის ხვდება, თუ რა აქცევს მათ განსაკუთრებულად და რა გავლენა აქვს ბედის ამ „საჩუქარს“ მათ მომავალ ცხოვრებაზე.  

•   კაზუო იშიგურო 1989 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატია
•   „არასოდეს გამიშვა“ აღიარებულია ყველაზე ინგლისურ  რომანად, რომელიც იაპონელმა  დაწერა
•   2010 წელს ნაწარმოების ეკრანიზაცია განხორციელდა
თარგმანი: დავით აკრიანი

Email