წიგნი
გამღები
ავტორი :
ფასი : 9.95 ლარი
სერია : Liberteens
ფორმატი : 14/21
ISBN : 9789941210334
აღწერა : "-მე დიდი პატივი მერგო, _ თქვა გამღებმა, _ შენც ასე იქნები. თუმცა, აღმოაჩენ, რომ ეს იგივე არ არის, რაც ძალა."

ცხოვრება თემში, რომლის წევრია ჯონასი, იდილიურია. დანიშნული მშობელდედები ბადებენ ახალბავშვებს, რომლებსაც ანაწილებენ შესაფერის ოჯახურ ერთეულებში, თითოეულში _ ერთ მამრს და ერთ მდედრს. ყველა მოქალაქეს ჰყავს პარტნიორი და აქვს სამუშაო. კითხვების დასმა აზრად არავის მოსდის. ყველა მორჩილია. თემი არის სამყარო, სადაც არ არსებობს კონფლიქტი, უთანასწორობა, დაპირისპირება, უმუშევრობა, უსამართლობა... და არც არჩევანი.
ყველა ერთნაირია.
გარდა ჯონასისა.
თორმეტიანების ცერემონიაზე თემის თორმეტი წლის წევრები გულმხურვალედ იღებენ მათთვის წინდაწინ დადგენილ ცხოვრებისეულ დანიშნულებებს.
ჯონასს კი წილად ხვდა საგანგებო მისია, რომლის შესწავლასაც იწყებს იდუმალ მოხუცთან,  გამღებთან.  ბიჭი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ ადამიანს ძალას გრძნობები ჰმატებს, თუმცა, როდესაც მისი ძალმოსილება გამოცდის წინაშე დგება, ანუ როდესაც უნდა სცადოს და საყვარელი ადამიანი გადაარჩინოს, ჯონასი შეიძლება მზად ვერ აღმოჩნდეს.
ძალზე ნაადრევია თუ მეტისმეტად დაგვიანებული?
მთარგმნელი: დათო აკრიანი
Email