წიგნი
იდეიდან პირველ მილიონამდე
ფასი : 13.99 ლარი
სერია : ლურჯი ოკეანე
ფორმატი : 16/24.5
ISBN : 9789941215674
აღწერა : გაი კავასაკი სტივ ჯობსის უახლოესი პარტნიორი იყო და მის გვერდით Apple-ის დაარსების დღიდან იმყოფებოდა. კომპანია გაიმ სტივთან ერთად დატოვა და უკანაც მასთან ერთად დაბრუნდა. როცა კომპანია Apple-ში საქმე გამოსწორდა, მან თავისი ვენჩურული კომპანია (Garage Technology Ventures) შექმნა და მალე ტექნოლოგიების ბიზნესში წამყვანი პოზიცია დაიკავა. დღეს ბიზნესსამყაროში გაი კავასაკი აღიარებულია ექსტრემალური ბიზნესმეთოდების ავტორად, რომელსაც წარმატება მუდამ თან სდევს; მისი წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქციეთ იდეა წარმატებულ ბიზნესად ‒ გახსოვდეთ, რომ სწორი დასაწყისი წარმატების საწინდარია. წიგნი ‒ ,,იდეიდან პირველ მილიონამდე’’ ‒ პრაქტიკული სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც ახლა იწყებს ბიზნეს საქმიანობას ან უკვე დაწყებულის განვითარება სურს. ნოვატორი და ბიზნესში რევოლუციური წესების ავტორი გაი კავასაკი გასწავლით, თუ როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები ბიზნესსამყაროში; როგორ უნდა გახდეთ ქარიზმატული ლიდერი; როგორ იმუშაოთ გუნდთან ერთად; როგორ შეარჩიოთ ბიზნესპარტნიორი; როგორ მოიზიდოთ ინვესტორი; როგორ მართოთ კომპანია. გაეცანით ბიზნესის ამ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, შეისწავლეთ წარმატებული ბიზნესმენის, გაი კავასაკის ბიზნესსვლები, თამაშის ახალი წესები, ქეისები და გახდით ბაზრის მსხვილი მოთამაშე.
Email