15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

ობობას გამოჩენა

ფასი : 12.99 ლარი
სერია : Top თრილერი
ყდა : რბილი
გვერდების რაოდენობა : 400
ფორმატი : 14/19.5
ასაკი : უფროსებისთვის
ISBN : 9789941219597
აღწერა :
ყველაზე მაღალშემოსავლიანი თანამედროვე ავტორი (300 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარი), დეტექტიური ჟანრის უმაღლესი ჯილდოს, „ედგარ ალან პოს პრემიის“ მფლობელი; გინესის რეკორდსმენი ავტორი ელექტრონული წიგნების გაყიდვაში (10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი); ავტორი, რომლის ნაწარმოებებიც ყველაზე მეტჯერ გახდა ნიუ იორკ თაიმსის N1 ბესტსელერი. ობობას გამოჩენა გამოცემიდან 50 კვირის მანძილზე ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერების ტოპ-ათეულში პოზიციას მყარად ინარჩუნებდა. ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლივუდური ფილმი მორგან ფრიმენის მონაწილეობით. ჰოლივუდის კინოვარსკვლავისა და ფინანსთა მინისტრის ვაჟის გატაცება მხოლოდ დასაწყისია! გარი სონეჯი ბავშვების გამტაცებელია, სასტიკი და შეუბრალებელი. მას საუკუნის დანაშაულის ჩადენა სურს. „მინდა, ვინმე ვიყო!“ მისი წერილი და გზავნილი მსოფლიოს. თამაში იწყება. „ობობას გამოჩენის“ დაუჯერებელი და მოულოდნელი ფინალი გაგაოცებთ.