15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

უდანაშაულობის გამოცდა

ავტორი : აგათა კრისტი
ფასი : 13.95 ლარი
ყდა : მაგარი, სუპერით
გვერდების რაოდენობა : 264
ფორმატი : 13,5/21,5
ISBN : 9789941326769
ყიდვა
აღწერა :

”უდანაშაულობის გამოცდა“ აგათა კრისტის ერთ-ერთი უსაყვარლესი

რომანი იყო. ”ჩემს ყველა დეტექტივს შორის, - წერდა ”დეტექტივების

დედოფალი“ თავის ”ავტობიოგრაფიაში“, - ყველაზე დამაკმაყოფილე-

ბლად ”მრუდე სახლი“ და ”უდანაშაულობის გამოცდა“ მიმაჩნია“.

ორივე დეტექტივი მწერლის სხვა რომანებისგან იმითაც არის

გამორჩეული, რომ მათში მთავარ პერსონაჟად ვერ იხილავთ მაძებარს -

მესიე პუაროს ან მისის მარპლს.

 

წარსულში მომხდარი მკვლელობა, რომლის შედეგმა დრამის

მონაწილეთა ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, და სავსებით უცხო

პიროვნება, რომელმაც მათ ბევრ რამეზე თვალი აუხილა და დააფიქრა...

”უდანაშაულობის გამოცდა“ არის რომანი ოჯახურ ურთიერთობებსა

და, რაც მთავარია, ბოროტებაზე, რომელიც უნდა დაისაჯოს არა მარტო

იმისთვის, რომ სამართალმა იზეიმოს, არამედ იმისთვისაც, რომ

უდანაშაულონი არ დაიტანჯონ, რომ მათ ტყუილუბრალოდ არავინ

დასდოს ბრალი.