15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

ჰაკლბერი ფინი

ავტორი : მარკ ტვენი
ფასი : 12.95 ლარი
სერია : იკითხე კლასიკა
ყდა : რბილი
გვერდების რაოდენობა : 336
ფორმატი : 14X21
ISBN : 9789941325564
ყიდვა
აღწერა :

ჰაკლბერი ფინი თავისუფლების მოყვარული ბიჭია, რომელიც გარბის სტუმართმოყვარე ქვრივის ოჯახიდან... გარბის იქ, სადაც არის თავისუფლება, გარბის იქ, სადაც არის ბევრი თავგადასავალი, იქ შეიძლება ხიფათი მოელოდეს, მაგრამ მას არ შეუძლია იცხოვროს მშვიდი, უდრტვინ ველი ცხოვრებით, რომლის წესებსაც სხვები ადგენენ. ჰაკლბერი ფინი ხომ ჩვეულებრივი „მაწანწალაა“, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, მას სუფთა გული აქვს, რომელშიც ყველა ადამიანისათვის მოიძებნება ადგილი.

ჰაკს შეუძლია ნამდვილი მეგობრობა, იცის ადამიანების ფასი, მიუხედავად მათი სოციალური, ეთნიკური თუ რასობრივი წარმომავლობისა. მისი ლტოლვა თავისუფლებისადმი, მისი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, მისი გონიერება, მოხერხებულობა, გულწრფელობა არის მიზეზი იმისა, რატომაც გახდა ის დაუვიწყარი პერსონაჟი ყველა ასაკის მკითხველისთვის, მსოფლიოს ყველა კუთხეში.