გორდონ კომსტოკი ცხოვრებისგან უკვე შელახული 29 წლის მამაკაცი, ხელმოცარული პოეტია. მიწიერია, თუმცა ამ წიჭს არაფერში იყენებს. ის ჩვენი დროების ღვთაებას - ფულს ებრძვის, თავგამოდებით ებრძვის, სურს დაამარცხოს. სიდუხჭირისაგან დაბეჩავებული და გაბოროტებული, გამუდმებით ჩივის: ფული, ფული, ყველაფერში ფულია დამნაშავე და კიდევ ასპიდიტრა ფანჯრის რაფაზე - ობივატელის კეთილდღეობის სიმბოლო...
საბოლოოდ კი მაინც დანებდა - დანებდა, რომ ახალ სიცოცხლეს მისცეს ამქვეყნად მოვლინების უფლება