15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

ომერტა

ავტორი : მარიო პიუზო
ფასი : 12.95 ლარი
სერია : იკითხე კლასიკა
ყდა : რბილი
გვერდების რაოდენობა : 344
ფორმატი : 14X21
ISBN : 9789941325113
ყიდვა
აღწერა :

ეს ამბავი მრავალი წლის წინ  სიცილიაში დაიწყო. არავინ იცოდა, რატომ იშვილა რაიმონდე აპრილემ, უკანასკნელმა დიდმა ამერიკელმა დონმა, ასტორე ვაიოლა; ვერავინ ხვდებოდა, რატომ წვრთნიდა და რისთვის ამზადებდა მას. მაშინ, როცა დონის  შვილები ამერიკაში წარმატებულ კარიერაზე ფიქრობდნენ, ასტორე ვაიოლა თავის დროს ელოდა.

დონ აპრილეს საქმიდან ჩამოშორება მისი მეტოქეებისთვის ბიზნესშესაძლებლობად მიიჩნევა, თუმცა ამას ეჭვის თვალით უყურებს კურტ სილკე, ფედერალური ბიუროს სპეციალური აგენტი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზებული დანაშაულის გამოძიებაზე. სილკემ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მაღალი რანგის წყაროებისგან ინფორმაციის მიღებასა და იმ ოჯახებს შორის კავშირის გაწყვეტაში, რომლებმაც ფედერალური დაცვის სანაცვლოდ დაარღვიეს ომერტა - სიცილიური დუმილის ფიცი, საუკუნეების განმავლობაში მაფიის ღირსების კოდექსის ქვაკუთხედი. მტრებისა და მეგობრების, მოღალატეებისა და ერთგული ჯარისკაცების დაპირისპირებისას კი ასტორე ვაიოლა კუთვნილ ადგილს მოითხოვს.

`ომერტა“ მარიო პიუზოს ბოლო რომანია, რომელიც 2000 წელს,  მისი გარდაცვალების შემდეგ, გამოიცა.