თოვლის გუნდასა და მისი მეგობრების თავგადასავალი გრძელდება. ალბათ, გახსოვთ, გუნდამ ცხვირი რომ დაკარგა ბოროტი ქარიშხალი ცინციკოზას გამო. ამ წიგნში გაიგებთ, როგორ იპოვა გუნდამ დაკარგული ცხვირი.
თქვენ გაყვებით გუნდასა და ესკიმოს სკოლაში, გაიგებთ, როგორ ისწავლეს მათ მათემატიკა; იმოგზაურებთ სათაფლიას მღვიმეში, გაიზიარებთ ბავშვებისა და გუნდას ექსკურსიისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს; თეატრში წარმოდგენას დაესწრებით და ბევრს იხალისებთ, თოვლის გუნდას თეატრალურ ოინებზე; ბიბლიოთეკაშიც გაისიერნებთ, რომელსაც “ბუბლიოთეკა” ჰქვია. რატომ ბუბლიოთეკა? - ამას თვითონ გაიგებთ.
წინ ბევრი სინტერესო თავგადასავალი გელოდებათ. თქვენი საყვარელი პერსონაჟები კი - თოვლის გუნდა და ესკიმო - გაგიძღვებიან ამ თავგადასავლებისკენ.