15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

თოვლის და

ავტორი : მაია ლუნდე
ასაკი : 13 - 16 წლამდე
ფასი : 9.95 ლარი
სერია : მოსწავლის არჩევანი
ყდა : რბილი
გვერდების რაოდენობა : 220
ფორმატი : 13X19.5
ISBN : 9789941324956
ყიდვა
აღწერა :

უცნაურია, მაგრამ შობის ღამეს თავისი ფერი აქვს და სურნელი,  ცხელი შოკოლადის და ხრაშუნა ნამცხვრის გემოც, რომელიც ყველაზე ერთგულ მეგობრებთან ერთად უნდა  დააგემოვნო. სამყარო სავსეა აუხსნელი მოვლენებით, ჩემო პატარა მეგობარო, და სწორედ ამიტომაც არის სიცოცხლე საინტერესო, ფერადი და სევდიანიც.

თუ  ცხელი შოკოლადი და კითხვა გიყვარს, შობის ღამეც დგება,   მაშინ დროა საშობაო  მოთხრობა  წაიკითხო. მწვანეთვალება, ჭორფლიან ჰედვიგთან ერთად იცინო, მეგობრებს გულწრფელობა ასწავლო, აპატიო და შეიყვარო. ნორვეგიელი მწერლი, მაია ლუნდე, საშობაო სამყაროში თოვლის დას აქანდაკებს,  მიწასა და ზეცას შორის ზღვარს შლის, რადგან არ არსებობს ძალა, რომელიც სიყვარულთან დაგაშორებს, მაშინაც კი როცა ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები დედამიწაზე აღარ არიან.