15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

ომის შედეგები

ფასი : 16 ლარი
სერია : ომებსა და ადამიანებზე
ყდა : მაგარი
გვერდების რაოდენობა : 344
ფორმატი : 14X21
ISBN : 9789941324383
ყიდვა
აღწერა :

“რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ”, - გვასწავლის სახარება. ომში გამარჯვებული არ არსებობს, ყველა მარცხდება და იარებს ვერც ერთი მხარე ვერ იშუშებს. ომის საშინელებებს დავიწყება არ უწერია.

1946 წელი. ნანგრევებად ქცეულ ჰამბურგში ბრიტანელები “წესრიგს” ამყარებენ. დამნაშავეა ყველა, განურჩევლად ასაკისა და სტატუსისა - ისინი ხომ გერმანელები არიან. აქ ყველას თავისი სატკივარი აქვს, ომმა თითოეულ მათგანს დაასვა დაღი - წაართვა სახლი, მშობლები და შვილები, ყველას გულში შურისძიების სურვილი, უნდობლობა, ზიზღი და შიში ჩაბუდებულა... მაგრამ თურმე პატიების, თანალმობისა და სიყვარულის სურვილს ომიც ვერ ერევა. სწორედ ამის დასტურია რიდიან ბრუკის ეს შესანიშნავი რომანი - შთამბეჭდავი ამბავი ორი ოჯახის, ერთი სახლისა და სიძულვილის სიყვარულად ქცევის შესახებ. წიგნის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს კირა ნაითლი და ალექსანდრ სკარსგარდი ასრულებენ. წიგნი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.