15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

ფოლადის გული

ასაკი : 13 - 16 წლამდე
ფასი : 14.95 ლარი
სერია : Liberteens
ყდა : რბილი
გვერდების რაოდენობა : 424
ფორმატი : 14/21
ISBN : 9789941324710
ყიდვა
აღწერა :

ცაზე განსაცდელის გამოჩენიდან ერთი წლის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანები ეპიკებად _ სასტიკ, შეუბრალებელ, ბოროტ არსებებად _ გარდაისახნენ. შეერთებული შტატების ხელისუფლება დანებდა. ქალაქებს ეპიკები დაეპატრონნენ! ახლა ნიუკაგო ბოროტი და დაუმარცხებელი ეპიკის _ ფოლადის გულის სამფლობელოა. დიდი ტრანსმუტაციის შემდეგ მან ძველი ქალაქი ფოლადად გადააქცია, მისმა ხელქვეითებმა კი მზე დააბნელეს. ”იქ, სადაც არსებობენ ბოროტმოქმედები, აუცილებლად გამოჩნდებიან გმირებიც!“ეპიკებს არავინ ებრძვის, დამსჯელების გარდა. ისინი ეპიკებს სწავლობენ, მათ სისუსტეებს პოულობენ და თუ ბედი გაუღიმებთ... კლავენ. დევიდს უნდა, დამსჯელი გახდეს. ბიჭი შურისძიებისთვის იბრძვის. მან ნახა, როგორ სდიოდა დაუმარცხებელ ფოლადის გულს სისხლი. ბრძოლა იწყება!