წიგნი სწავლასა და სწავლებაზე.
წიგნის პირველ ნაწილში რვა წლის კესანე უშუალოდ და გულწრფელად ჰყვება ნამდვილ ამბებს _ თანამედროვე ქალაქელი ბავშვის თვალით დანახულ სოფლის ცხოვრების დეტალებს, დამოკიდებულებას თაობებს შორის, დიდ ოჯახში თანაცხოვრების მხიარულ და სევდიან ამბებს.
წიგნის მეორე ნაწილში მარიამი მოგვითხრობს, ერთი მხრივ, თაობათა შორის ყოველდღიური კავშირის მნიშვნელობაზე და, მეორე მხრივ, იმაზე, თუ თამაშითა და თვალსაჩინოებათა მომარჯვებით როგორ შეიძლება დავაინტერესოთ ბავშვი და გავუჩინოთ კითხვისა და სწავლის ინტერესი.
წიგნს ახლავს ილუსტრაციების მიხედვით შედგენილი გასაფერადებლები.