ინდოეთი, დღემდე უსაზღვროდ მიმზიდველი ქვეყანა ევროპელთათვის თავისი ეგზოტიკურობით. ინდური ზღაპრების ეს წყება ინდოეთში მცხოვრებ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ზღაპრების კრებულია. წარმოდგენილია ინდური ზღაპრის, როგორც ზეპირსიტყვიერების გარკვეული ჟანრის, ყველა სახეობა - ცხოველთა ეპოსი, ჯადოსნური ზღაპარი, საყოფაცხოვრებო ზღაპრები.