თავისებური და საინტერესოა იაპონური ჯადოსნური ზღაპრები. ჯადოსნური ზღაპრის გმირი უბრალო ადამიანია.იგი იბრძვის ბოროტი ძალების წინააღმდეგ და სძლევს მას.
იაპონელმა ხალხმა მდიდარი კულტურა შექმნა. იაპონური ფოლკლორის საგანძურში მრავალი მშვენიერი სიმღერა, ანდაზა, თქმულება შედის. ხალხური სიბრძნის ამ საუნჯეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ზღაპრებს. იაპონური ფოლკლორი მდიდარია საგმირო, ჯადოსნური, ფანტასტიკური, საყოფაცხოვრებო, სახუმარო და ცხოველებზე შექმნილი ზღაპრებით.