15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

როგორ მოვარჯულოთ დრაკონი #3 როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე

ფასი : 11.95 ლარი
სერია : Liberkids
ყდა : რბილი
გვერდების რაოდენობა : 240
ფორმატი : 13,5x20
ასაკი : 6 - 12 წლამდე
ISBN : 9789941322945
აღწერა :

ბოყინა საზარელ ვირთევზა მესამეს თავის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი და ფათერაკებით სავსე ეპიზოდის გადალახვა მოუწევს. ბოყინას დრაკონის, უკბილოს აზრით, ვიკინგებს სკუმბრიაზე მეტი ტვინი არა აქვთ, თუმცა მალე პატარა დრაკონს მათი დახმარება დასჭირდება. რადგან როდესაც უკბილოს რომაელები იჭერენ, მისი გადარჩენა მხოლოდ ბოყინასა და მის მეგობარს, თევზისფეხას შეუძლიათ. მაგრამ მდგომარეობა უარესდება, როდესაც რომაელები ბოყინას უძვირფასეს წიგნს, „როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე“ ართმევენ და მას და მის მეგობარ თევზისფეხას ავბედით ციხესიმაგრეში გამოამწყვდევენ. ბოყინამ და თევზისფეხამ არა მხოლოდ უკბილო უნდა გადაარჩინონ, არამედ საკუთარი თავიც უნდა იხსნან.
საკითხავი კი ის არის, ამას როგორ მოახერხებენ?