წიგნი, რომელიც ახლა ხელში გიჭირავს, მე-19 საუკუნის ქართველი მოღვაწისა და „დედა ენის“ ავტორის იაკობ გოგებაშვილი ძალიან საინტერესო ისტორიულ მოთხრობას აერთიანებს. ამ მოთხრობებში გაიცნობ სახელგანთქმულ ქართველ მეფეებსა და გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შეცვალეს: ააგეს კულტურული ძეგლები, დააფუძნეს ქალაქები, შექმნეს ქართული ენა და დამწერლობა, განავითარეს ლიტერატურა, განავრცეს განათლება და ააშენეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მოიგეს გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრძოლები და გააერთიანეს ქვეყანა.