15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში

ავტორი : ელიფ შაფაქი
ფასი : 14.95 ლარი
ყდა : რბილი
გვერდების რაოდენობა : 414
ფორმატი : 14x21
ასაკი : უფროსებისთვის
ISBN : 9789941322235
აღწერა :

2019 _ ბუკერის პრემიის მოკლე სია

 

ქალის ბედი მეოცე საუკუნის თურქეთში. ქვეყანაში არსებული უმძიმესი პრობლემების მხილება მისი უახლესი ისტორიის საეტაპო მოვლენათა ჭრილში. ცოცხალი, უაღრესად საინტერესო პერსონაჟები, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც ყოველთვის, გახლავთ თავად ქალაქი სტამბოლი _ მიძინებული თუ ყალყზე შემდგარი, მტრულად განწყობილი თუ ხალისის მომგვრელი, მოზეიმე თუ მგლოვიარე...

ბოსფორის ტალღების შრიალის, თოლიების ხმაურის ფონზე განვითარებული სულისშემძვრელი დრამა და, ამავდროულად, მეგობრობისადმი მიძღვნილი დიდებული ჰიმნი!

მკითხველის წინაშეა ელიფ შაფაქის დაუშრეტელი ფანტაზიის, მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, მისი მწერლური ოსტატობის მორიგი ნაყოფი.