15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

მარილი გემოვნებით

ფასი : 12.95 ლარი
ყდა : რბილი
გვერდების რაოდენობა : 350
ფორმატი : 14x21
ასაკი : უფროსებისთვის
ISBN : 9789941320903
აღწერა :

მთელ დედამიწაზე ყველაზე გემრიელი კერძები მზადდება ოჯახში. ოჯახურ ამბებსა და კერძებს ერთმანეთს თუ შევადარებთ, შეიძლება

დავასკვნათ, რომ ერთსაც და მეორესაც აზრს აძლევს კარგი შეზავება. შავ-თეთრი ზოლებივით ცხოვრების ისტორიები ისევე უინტერესოა, როგორც უგემური, შეუზავებელი კერძი. სწორედ ამიტომ, ერთსაც და მეორესაც გემო უნდა ჩაატანო და რომ ჩაატანო, ამისათვის გემრიელად უნდა შეაზავო და ცოტა სიცხარე და


არომატიც დაუმატო.


მერე, როცა ტრადიციულ, გემრიელ, ოჯახურ სუფრასთან დაჯდები და სასიამოვნო თანამოაზრეებიც დაგეწვევიან, ენა უკვე თავისთავად მოიტანს საუბარს მარადიულ თემებზე _ რთველზე, ქართულად ღვინის დაყენებისა და თათარაობის წესზე, არყის ხდის, სააღდგომო ქადების და საუბნოდ პურის ცხობის რიტუალებზე, რასაც აუცილებლად გააგრძელებს „პილპილ-მარილით“ გემრიელად შეზავებული ამბები მამულის სიყვარულზე, დედაშვილობაზე, დაძმობაზე, მეგობრობაზე, ნათესაობაზე, ნაცნობობასა და


მეზობლობაზე... ამბები საქართველოზე.