15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

ტომ ფლეტჩერის "ჭრაჭუნები".

ფასი : 11 ლარი
სერია : Liberkids
გვერდების რაოდენობა : 1
ასაკი : 6 - 12 წლამდე
აღწერა :
"რა აჭრაჭუნებს იატაკს, რატომ ჭრაჭუნებს ფანჯრები? ეს არც თაგვია, არც კატა, შენი თუ სხვისი ძაღლები. ამ ხმაურს სხვა არა ბადებს, ასე სხვა არა ტკაცუნებს, იკითხეთ, თუკი გაბედავთ და შეეგებეთ.."

წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს ყველა მოზრდილი გაქრა და მხოლოდ ბავშვები დარჩნენ ქალაქში. როგორი იქნებოდა ბავშვების ცხოვრება უფროსების დარიგებებისა და დატუქსვის გარეშე?

ამ ქალაქს უიფინგტონი ჰქვია და აქ უცნაური ამბავი იწყება. ერთ დილით გაღვიძებული ლუსი აღმოაჩენს, რომ მისი დედიკო უკვალოდ გაქრა. საზრიანი გოგონა ხვდება, რომ დედა მის გარეშე არსად წავიდოდა, მაგრამ... ის აქ არ არის. რა მოხდა? სად წავიდა ლუსის დედიკო? წიგნი, რომლის კითხვასაც ახლა იწყებთ, სწორედ ამ შეკითხვის გარშემო ტრიალებს. ლუსი მალე აღმოაჩენს, რომ არა მხოლოდ მისი, არამედ უიფინგტონში ყველა ბავშვის მშობლები უკვალოდ გაქრნენ.

"ჭრაჭუნების” წაკითხვამდე, საწოლის ქვეშ შეიჭყიტეთ და შეამოწმეთ, ჭრაჭუნა ხომ არ გითვალთვალებთ. თუ ურჩხულს დაინახავთ, ჩაიზე დაპატიჟეთ. არა! არა! სულ დაავიწყდა, რომ ჭრაჭუნები ჩაის ვერ იტანენ! იცით რა უყვართ? ამას არ გაგიმხელთ, რადგან ლუსისთან ერთად გაიგებთ!