წიგნი
დამარხული ვაზი
ფასი : 13.95 ლარი
ISBN : 978-9941-29-763-2
აღწერა : ყველაფერი, რაც ამ წიგნში წერია, მართლა მოხდა. აფხაზეთში, საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში, ომი მართლა იყო, 16 წლის მახოს და მის მეგობრებს მართლა მოუხდათ მშობლიური კერის მიტოვება და, სიცოცხლისა და ღირსების შესანარჩუნებლად, იარაღის ხელში აღება, მალხაზის უფროსი ძმა მართლა ბრძოლით მიიკვლევდა გზას გასაჭირში ჩავარდნილი უმცროსი ძმის დასახსნელად; მშვენიერი ამრაც მართლა ანათებდა... აქ ვერ იხილავთ ვერც პოლიტიკას, ვერც ჰეროიზმს... ეს არის სიყვარულით, ტკივილით, სინანულით, მონატრებით დაწერილი წიგნი...


ეს იმ ომზე დაწერილი ერთადერთი წიგნია, რომელიც წავიკითხე. წავიკითხე ტკივილითა და ტანჯვით, განვიცადე გმირების ბედის ყოველი შემობრუნება. და წამითაც ვერ შევძელი წიგნის გადადება მანამ, სანამ არ დავამთავრე. ეს არის ისტორია, რომლისგანაც ვერ თავისუფლდები.

გოგი ხარაბაძე


ომი, როგორც ყველგან და ნებისმიერ დროს, სწრაფად ცვლის ადამიანს. ამბავი, რომელიც რომანის მთავარ გმირს თავს გადახდა, ამის დასტურია. ეს საინტერესო რომანი ადამიანის სიყვარულით და ომის სიძულვილით არის გაჟღენთილი.

გურამ ოდიშარია


მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის მომხრე ვარ, მაინც ყოველთვის მაინტერესებს  ხოლმე წიგნები ომზე და მით უმეტეს იმ ომის შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ნაწილია. თუმცა, სინამდვილეში, სხვისი ომი, ალბათ, არც არსებობს, რადგან სადაც არ უნდა იწყებოდეს ომი, ბოლოს შენც შეგეხება (პირდაპირ თუ ირიბად) და სადაც არ უნდა იყო, შენც მოგძებნის.


მე კი ამ წიგნმა მომძებნა მაშინ, როცა გულუბრყვილოდ მეგონა, რომ აფხაზეთის ომზე დაწერილი ყველა წიგნი უკვე წაკითხული მქონდა. და აი, აღმოვაჩინე, რომ მათ შორის საუკეთესოს შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი და, რაც მთავარია, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კარგი წიგნის ავტორი არა რომელიმე აფხაზი ან ქართველი, არამედ ლატვიელი მწერალი იქნებოდა.


არტურ იურკევიჩს, გარდა ნიჭისა და ცოდნისა, აქვს განსაკუთრებული  უნარი, დაინახოს და იგრძნოს კავკასიური სამყარო, რომელიც მისთვის საკმაოდ შორეული და უცნობია. კარგ მწერალს კი სწორედ ეს უპირატესობა ახასიათებს და ამაში ახლა ქართველი მკითხველი თავად დარწმუნდება.


არტურ იურკევიჩს, ამ წიგნზე მუშაობის დროს, ძალიან მნიშვნელოვანი თანაავტორი ჰყავდა მალხაზ ჯაჯანიძის სახით, რომელიც წიგნში მოთხრობილი ამბის რეალური მონაწილეა.


როგორც ვიცი, ეს წიგნი ორივესთვის პირველია და, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ჩემი შეფასებები, ერთი შეხედვით, დაუჯერებელიც კი ჩანს, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე კარგ წიგნი ყველაზე დაუჯერებელ ისტორიას უკავშირდება;  შეუძლებელი კი არაფერია, თუ საქართველოსთან ისეთი სიყვარული გაკავშირებს, როგორიც არტურ იურკევიჩს აქვს, დაისეთი თავგადასავალი გადაგხდება, როგორიც მალხაზ ჯაჯანიძეს გადახდა...

დათო ტურაშვილი


 


 


 


 


Email