წიგნი
სულის მოთქმა. მადლობა ცეცხლისთვის
ფასი : 14.95 ლარი
სერია : ლიტერე ინვენტე
ISBN : 978-9941-29-516-4
აღწერა :

„სულის მოთქმა“ შუახნის ქვრივი მამაკაცის ერთფეროვან, უსიხარულო ცხოვრებაში თითქმის  დაუჯერებელი რამ ხდება_მას ეწვევა ნამდვილი სიყვარული, რომელიც აქამდე განუცდელი აღმაფრენით ავსებს. მაგრამ რა არის ეს - ბედის საჩუქარი თუ ბედნიერების ხანმოკლე მოლანდება, ნამდვილი ცხოვრება თუ სულის მოთქმა?..
„მადლობა ცეცხლისთვის“ როგორ იქცევა ახალგაზრდა კაცი, როდესაც ვერავინ უძლებს საკუთარი მამის უსამართლობას, მაგრამ მასთან ბრძოლის ძალა არ შესწევს; როცა მის მგრძნობიარე გულს თანაბარი ძალით გლეჯს ყოვლისმომცველი სიყვარული და გამანადგურებელი სიძულვილი; როცა იგი არ არის გმირი, მაგრამ მის ამბოხებულ სულში ცეცხლი უკვე იწყებს გაღვივებას... მწერალი უდიდესი ოსტატობით გადმოსცემს ამბავს ერთი ცნობილი ოჯახისა, სადაც ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი სამი თაობაა წარმოდგენილი და სადაც დამანგრეველი ძალით დუღს სიყვარულიც, სიძულვილიც , შიშიც, გამბედაობაც,ღალატიც, ერთგულებაცა და სასოწარკვეთაც.

Email