წიგნი
ტრანსმუტაცია
ფასი : 11.95 ლარი
ISBN : 978-9941-29-481-5
აღწერა : კომპიუტერულ თამაშებში ჩაძირული ბიჭის  ცხოვრებაში წარმოუდგენელი ცვლილებები იწყება. ეს ცვლილებები თავდაყირა აყენებს არა მხოლოდ ყოველდღიურობის ჩვეულ დინებას, არამედ ბიჭის აზროვნებას, დამოკიდებულებას სამყაროს, ახლობლების, ოჯახის წევრების მიმართ. და ამ ცვლილებების ფონზე ავტორი ცდილობს გვაპოვნინოს პასუხი მარადიულ კითხვაზე _ სინამდვილეში, რანი ვართ ჩვენ, ადამიანები.

„ნიჭიერი ავტორის დაუოკებელი ფანტაზია, ერთი შეხედვით, მსუბუქი ტონებით ხატავს დღევანდელი სამყაროს სარკასტულ და ტრაგიკულ პორტრეტს."
_ ლევან ბერძენიშვილი.

„იაგო თვალაბეიშვილის სადებიუტო რომანი „ტრანსმუტაცია" მკითხველს საინტერესო თავსატეხებს უჩენს და ერთი შეხედვით, შეუძლებელ, მაგრამ, ამავე დროს, შესაძლო ახლო მომავალში ამოგზაურებს. 
„ტრანსმუტაცია" წინააღმდეგობრივი გრძნობებით გაჯერებული ტექსტია, რომელიც ცდილობს, დაგვანახოს, როგორია ჩვენი ყოფა"
_ სალომე ბენიძე
Email