წიგნი
ბიძია ტომის ქოხი
ფასი : 9.95 ლარი
სერია : იკითხე კლასიკა
ISBN : 978-9941-29-463-1
აღწერა : 1862 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები სამოქალაქო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული, ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში, შეაბიჯა მომცრო ტანის ქალბატონმა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი ამ სიტყვებით შეეგება: „მაშ, თქვენ ხართ ის პატარა ქალბატონი, რომელმაც დაიწყო ეს დიდი ომი?“ პრეზიდენტის ხუმრობაში იყო სიმართლის დიდი წილი, ვინაიდან მისი სტუმარი იყო ჰარიეტ ბიჩერ სტოუ მართლაც რომ „დიდი წიგნის“, „ბიძია ტომის ქოხის“ ავტორი.
ბიძია ტომი შავკანიანი მონაა, როგორც უწოდებენ, „ნიგერი“, ანუ ზანგი – მონათმფლობელურ საზოგადოებაში სრულიად უუფლებო, პირუტყვთან გათანაბრებული არსება. მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ დაინახონ მისი ფაქიზი სული და მხურვალე, მოყვასისადმი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე გული, რომელიც სასტიკად აღიზიანებს მოძალადე უმრავლესობას. თუმცა, სულ მალე, წიგნის გამოსვლიდან (1852 წ.) თხუთმეტიოდე წელიწადში, აღმოჩნდება, რომ ეს შეუბრალებელი, სასტიკი ხალხი სულაც არ ყოფილა „უმრავლესობა“. უბრალოდ, კეთილ ადამიანებს სჭირდებოდათ გამოფხიზლება, დარაზმვა, რაც მოხდა კიდეც და რაშიც, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, ამ წიგნსაც მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი.

Email