წიგნი
მოთხრობები
ავტორი :
ფასი : 8.95 ლარი
სერია : იკითხე კლასიკა
ISBN : 978-9941-29-437-2
აღწერა : საოცარი ისტორიები, რომლებიც, ავტორის ხალასი იუმორისა და დიდოსტატური თხრობის გამო, ერთი ამოსუნთქვით იკითხება; მოთხრობები ხელმოცარულ მხატვარზე, მეფუნთუშე მის მართაზე, ნიუიორკელი სარას მიერ საბეჭდ მანქანაზე აკრეფილ რესტორნის მენიუზე, იმაზე, თუ როგორ წყვეტს ქალაქის გეომეტრიული, სწორხაზოვანი დაგეგმარება ერთი უსაშველო კენტუკური ვენდეტის პრობლემას; პერსონაჟებზე, რომლებიც ხან სასაცილოები არიან, ხან გონებამახვილები და ხან მიამიტები, ხან თავზე ხელაღებული ყაჩაღებივით იქცევიან და ხან თაღლითებივით... თითქმის ერთი საუკუნის წინათ დაწერილი ეს ამბები თითქოს დღეს, სადღაც ახლოს ხდება... ისინი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივია, ყოფითი, თუმცა ვითარდება არაჩვეულებრივად და გაოგნებს წარმოუდგენელი, თავბრუდამხვევი და მოულოდნელი დასასრულით. სწორედ ასეთი მოთხრობებით შეიყვარა მილიონობით მკითხველმა მწერალი.
Email