წიგნი
საქართველოს გეოგრაფიული ატლასი
ფასი : 40 ლარი
ფორმატი : 310/230 სმ
ISBN : 978-9941-24-984-6
აღწერა : პირველად საქართველოში შეიქმნა და გამოიცა ახალი, თანამედროვე ტიპის „საქართველოს გეოგრაფიული ატლასი“. ამ ატლასით შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ბუნებრივ და სოციალურ-კულტურულ გარემოს:
  • გეოგრაფიულ მდებარეობას ევროპასა და კავკასიაში;
  • ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებას;
  • მოსახლეობის განლაგების თავისებურებებს;
  • მოსახლეობის მიგრაციულ პროცესებს ისტორიულ და ახლო წარსულში;
  • ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის თანამედროვე მდგომარეობას;
  • ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს;
  • ცნობილ ქართველ მეცნიერთა კარტოგრაფიულ მემკვიდრეობას;
  • XXI საუკუნის მეცნიერ-მოგზაურებს.
ატლასი ორიგინალურია იმით, რომ რუკებთან ერთად წარმოდგენილია შესაბამისი შინაარსის ტექსტი და კოლეგა-გეოგრაფების, აგრეთვე, ქართველ და უცხოელ მოყვარულ ფოტოგრაფთა მიერ გადაღებული ფოტოსურათები. 
ვრცელი ბიბლიოგრაფია, რომელიც ატლასში წარმოდგენილი მასალის წყაროს წარმოადგენს, მკითხველისთვის შეიძლება დამოუკიდებელი კვლევის საფუძვლად იქცეს.
ატლასი შედგენილია  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ.
Email