15 - წლიანი ლიტერატურული თავგადასავალი

წიგნი

გაზიარება :

სიცილიელი

ავტორი : მარიო პიუზო
ფასი : 11.99 ლარი
სერია : 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ
ყდა : მაგარი სუპერით
გვერდების რაოდენობა : 1
ფორმატი : 15.5/21.5
ასაკი : უფროსებისთვის
ISBN : 9789941216930
აღწერა :
50 წიგნის შემდეგ გამომცემლობა პალიტრა  L-მა  წიგნთა წიგნი _ ბიბლია გამოსცა, მაგრამ ამით პროექტი არ დასრულებულა. მრავალათასიანი მკითხველის თხოვნით მსოფლიო და ქართული ლიტერატურის საგანძურიდან კიდევ 49 წიგნი შეირჩა. საბოლოოდ, ამ ბიბლიოთეკის სრული კომპლექტი 100 წიგნისგან შედგება და მოიცავს სერიებს: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ; ბიბლია _ მთავარი წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ და კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ.
ეს წიგნიც მსოფლიო ლიტერატურის ამ უნიკალურ ბიბლიოთეკას ეკუთვნის.
„მე მხოლოდ სცენარი მქონდა წაკითხული და დიდი ხნის შემდეგ, როდესაც დრო გამომიჩნდა, რომანიც წავიკითხე. ძალიან ვინანე – ეს რომ ადრე გამეკეთებინა, გაცილებით უკეთ ვითამაშებდი“. – კრისტოფერ ლამბერტი. „მე ყველაზე მეტად უნდა მაძლევდეს ხელს ის მოსაზრება, რომ პიუზოს რომანები უფრო დაბალი ღირებულებისაა, ვიდრე მათი ეკრანიზაციები, მაგრამ ჩემგან ამის თქმა უსინდისობა იქნებოდა“. – ფრენსის ფორდ კოპოლა. „სრული შთაბეჭდილება იქმნებოდა იმისა, რომ რაზეც წერდა, პირადად ჰქონდა გამოცდილი. უფრო მეტიც – ისე საუბრობდა მომავალ სიუჟეტზე, როგორც საკუთარ თავგადასავალზე. არადა, "ნამდვილი მაფიოზი" არც ჰყავდა ნანახი და არაამერიკელ სიცილიელებსაც ძალიან ცოტას იცნობდა“. – კეროლ ჯინო (მარიო პიუზოს მეუღლე).