წიგნი
მეურნის ენციკლოპედია (2015 წლის გამოცემა)
ფასი : 24.99 ლარი
ფორმატი : 20/25.5
აღწერა :

ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ“ უნიკალური ენციკლოპედიური გამოცემაა, რომელიც სრულყოფილ ინფორმაციას აწვდის პრაქტიკოსს მეურნეებსა და დამწყებ ფერმერებს. ავტორის პროფესიული რეკომენდაციების გათვალისწინებით მკითხველი ამომწურავ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას შეიძენს საკარმიდამო ნაკვეთის მოწყობის წესებსა და ნებისმიერ თავისებურებაზე. ცალკეულ თავებში აღწერილია მარცვლოვანი კულტურებისა და ვაზის მოვლის მეთოდები; სასარგებლო რჩევები შინაური პირუტყვის, ფრინველის მოშენება-მოვლის თაობაზე; ავტორი გვაწვდის დაწვრილებით ცნობებს კულტურული და დეკორატიული მცენარეების შესახებ; მკითხველს უთუოდ დააინტერესებს მასალები მეთევზეობასა და მეფუტკრეობაზე. წიგნში აღწერილია სამკურნალწამლო მცენარეები და მათი გამოყენების წესები; განხილულია სუნელ-სანელებლები და საღებავი მცენარეები, მათი დანიშნულება და მოკლე ისტორიული ცნობები.მკითხველს ვთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოსადეგ საინტერესო და სახალისო ამბებს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროდან.

მეურნის ენციკლოპედია კარგ სამსახურს გაუწევს ფერმერებს, სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს, უნივერსიტეტების პროფილური ფაკულტეტების სტუდენტებს. ყველას, ვისაც ბუნება უყვარს.

Email