წიგნი
ოსტატი და მარგარიტა
ფასი : 9.99 ლარი
სერია : ჩემი რჩეული მსოფლიო
ფორმატი : 14/19
ISBN : 9789941243882
აღწერა : დიდი რუსი მწერლის მიხაილ ბულგაკოვის რომანი, რომელსაც ავტორის შემოქმედებაში, და არა მარტო მის შემოქმედებაში, არამედ XX საუკუნის რუსულ ლიტერატურაში, ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ბულგაკოვმა რომანის წერა 1928 წელს დაიწყო. ნაწარმოების პირველი ხელნაწერი მან 1930 წელს დაწვა, რადგან მწერლური კარიერის პერსპექტივებს სსრკ-ში ვერ ხედავდა. 1931 წლიდან მან განაახლა წერა და მთავარ მონახაზს ექვს წელიწადში დასრულებული სახე მისცა. ბულგაკოვმა წერა გარდაცვალებამდე (1940) 4 კვირით ადრე შეწყვიტა, რის გამოც ნაწარმოები შეიცავს დაუსრულებელ წინადადებებს და არასრულყოფილ დასასრულს.

რომანის ჟანრის ზუსტი დახასიათება რთულია – მასში არის როგორც სატირა, ფარსი, მისტიკა, ასევე – რომანტიკა, ფილოსოფიური იგავები და სხვა. რომანის სიუჟეტი არის ერთ-ერთი პოპულარული XX საუკუნის ლიტერატურაში და მის მიხედვით ასევე გადაღებული და დადგმულია არა ერთი ფილმი თუ სპექტაკლი.
რომანი გამოიცა მწერლის მეუღლის, ელენე ბულგაკოვას ინიციატივით, რომელიც თავად ეხმარებოდა მიხეილს მის დაწერაში (ბოლო დროს, როდესაც მიხეილი ავად იყო, იგი ტექსტს მეუღლის კარნახით წერდა).
თავად ბულგაკოვი დარწმუნებული იყო, რომ რომანი არ გამოქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების დროს. მიუხედავად ამისა, წიგნმა გავლენა იქონია საბჭოთა ხალხის აზროვნების განვითარება-ჩამოყალიბებაზე და მისმა ისეთმა ფრაზებმა, როგორიც არის „ყოველი ხელისუფლება არის ადამიანზე ძალადობა“, საკუთარი წვლილი შეიტანეს საბჭოთა რეჟიმისადმი ერთგვარ პროტესტში
Email