"არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლის სა­ხით, ჩვენ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მწე­რა­ლი შე­ვი­ძი­ნეთ." - გაიცანით ჟიურის რჩეული ავტორი
"არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლის სა­ხით, ჩვენ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მწე­რა­ლი შე­ვი­ძი­ნეთ." - გაიცანით ჟიურის რჩეული ავტორი
"არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლის სა­ხით, ჩვენ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მწე­რა­ლი შე­ვი­ძი­ნეთ." - გაიცანით ჟიურის რჩეული ავტორი
29 აგვისტო, 2019 წ.

"არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლის სა­ხით, ჩვენ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მწე­რა­ლი შე­ვი­ძი­ნეთ. ავ­ტორ­მა იმ­დე­ნად მა­ღა­ლი კლა­სი აჩ­ვე­ნა, რომ, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, ჟი­უ­რი ერ­თსუ­ლო­ვა­ნი იყო" - ეს სი­ტყვე­ბი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის" ჟი­უ­რის ერთ-ერთ წევ­რს, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ეკუთ­ვნის.

არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლის "ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე" ავ­ტო­რის ერ­თა­დერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბია, რო­მე­ლიც მას გან­ვლი­ლი 37 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­წე­რია. პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბამ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ჟი­უ­რის უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

AMBEBI.GE-მ გა­და­წყვი­ტა, "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის" ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი, რომ­ლის წიგნ­საც მკი­თხვე­ლი მალე იხი­ლავს, უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნოთ.

არ­ჩი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია - ცნო­ბი­ლი ფიტ­ნეს­ცენ­ტრე­ბის მფლო­ბე­ლია. ამას­თან, ჩარ­თუ­ლია ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის პრო­ექ­ტე­ბის შექ­მნა­ში. "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის" ერთ-ერთ გა­მარ­ჯვე­ბულს კი­თხვა ყო­ველ­თვის უყ­ვარ­და და „პა­ლიტ­რა L”-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის შე­სა­ხე­ბაც „ბიბ­ლუს­ში“, წიგ­ნის სა­ყიდ­ლად შე­სულ­მა გა­ი­გო.

არჩ

- რა გახ­დაფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შისდა­წე­რის ინ­სპი­რა­ცია?

- კონ­კრე­ტუ­ლი ინ­სპი­რა­ცია არ არ­სე­ბობს, ალ­ბათ, ჯამ­ში ერ­თად, ბევ­რმა რა­ღა­ცამ მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. ჩემ­თვის წერა სტრე­სის მოხ­სნი­სა და გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, დღი­უ­რის წარ­მო­ე­ბის მსგავ­სი, ბავ­შვო­ბა­ში რომ აკე­თებ, თუმ­ცა მე უკვე „დი­დუ­რი“ დღი­უ­რი გა­მო­მი­ვი­და.

- ნა­წარ­მო­ებ­ში თქვე­ნი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ არის მო­თხრო­ბი­ლი თუ გა­მო­გო­ნილ ის­ტო­რი­ებ­სა და გმი­რებს გვაც­ნობთ?

ალ­ბათ ორი­ვე - პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბაც, რო­მე­ლიც მხატ­ვრუ­ლად არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი, და შე­თხზუ­ლიც. კონ­კრე­ტუ­ლი ის­ტო­რია, რის გა­მოც „ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე“ დავ­წე­რე, არ მაქვს. უბ­რა­ლოდ, თით­ქოს კონ­კრე­ტუ­ლი რა­ღა­ცის­თვის კი არ წერ, იმის­თვის წერ, რომ სხვა გზა არ გაქვს, გჭირ­დე­ბა ეს... აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, რომ რა­ღაც ასე­თი გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

- ში­ნა­არ­სის შე­სა­ხე­ბაც გვი­ამ­ბეთ. რას ეხე­ბა წიგ­ნი?

- ეს წიგ­ნი ყვე­ლა­ფერ­ზეა, ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შის გარ­და. წა­კი­თხვის შემ­დეგ ჩანს, რა­ტომ ჰქვია „ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე“. მისი ში­ნა­არ­სი არის იმ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ან­ში ხდე­ბა. გარ­კვე­ულ მო­მენ­ტში ალ­ბათ ყვე­ლა გა­დის პე­რი­ოდს, როცა ძვე­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი აზრს კარ­გავს, რა­ღაც ახ­ლის ძი­ე­ბა­ში ხარ, უამ­რა­ვი კი­თხვის ნი­შა­ნი გიჩ­ნდე­ბა, ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ შენს მა­ნამ­დე გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას, არ იცი, მო­მა­ვალ­ში რა გინ­და, და სა­დღაც შუ­ა­ში ხარ გა­ჩხე­რი­ლი. ალ­ბათ ამა­ზეა ეს მო­თხრო­ბა - შუ­ა­ში გა­ჩხე­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

მთე­ლი მო­თხრო­ბა კი­თხვის ნიშ­ნე­ბია, რომ­ლებ­ზეც პა­სუ­ხი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ჩემ­თვის უამ­რა­ვი კი­თხვა ჯერ კი­დევ უპა­სუ­ხოდ არის დარ­ჩე­ნი­ლი.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომპა­ლიტ­რა L”-ის კონ­კურ­სში მი­გე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­­ბა და რა მო­ლო­დი­ნი გქონ­დათ ამ კონ­კურ­სი­დან?

- „ბიბ­ლუს­ში“ დავ­დი­ვარ ხოლ­მე, წიგ­ნებს ვყი­დუ­ლობ, ახალ ავ­ტო­რებს სულ ვეც­ნო­ბი. ერთ-ერთი ავ­ტო­რი, რომ­ლის წიგ­ნიც მირ­ჩი­ეს, სწო­რედ ამ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იყო. ამ ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­ე­ბის კი­თხვი­სას გა­ვი­გე, რომ მსგავ­სი კონ­კურ­სი არ­სე­ბობს. მო­თხრო­ბა ბო­ლომ­დე და­წე­რი­ლი არ მქონ­და, როცა გავ­გზავ­ნე. კონ­კურ­სის ფორ­მა­ტიც ასე­თი იყო, რომ ნა­წარ­მო­ე­ბის და­სა­წყი­სი უნდა გა­გეგ­ზავ­ნა. და­სა­წყი­სის გაგ­ზავ­ნის შემ­დეგ, და­ვას­რუ­ლე წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა.

ამ კონ­კურ­სში იმი­ტომ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ სხვა მსგავ­სი კონ­კურ­სი არ არ­სე­ბობს.

მო­გე­ბის გარ­და, ყვე­ლაფ­რის მო­ლო­დი­ნი მქონ­და. ალ­ბათ, სა­კუ­თარ ნა­წერს ადა­მი­ა­ნი უფრო კრი­ტი­კუ­ლად აღიქ­ვამ, როცა გა­მოც­დი­ლე­ბა არ გაქვს და არა­ვის არ უთ­ქვამს, შენი ნა­წარ­მო­ე­ბი კარ­გია ან ცუდი. ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო შე­ფა­სე­ბა, კარ­გი მო­თხრო­ბა გა­მომ­დი­ო­და თუ ცუდი.

ამ კონ­კურ­სში ნა­მუ­შევ­რის გაგ­ზავ­ნი­სას, ჩემი მი­ზა­ნი იყო ის, რომ სა­კუ­თარ თავ­თან გა­მერ­კვია, რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლი გა­მომ­დი­ო­და თუ არა. თუ ღი­რე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მოგ­დის, ჟი­უ­რის წევ­რებ­მა ეს უნდა შე­ნიშ­ნონ. თა­ვი­დან­ვე ასე გა­დავ­წყვი­ტე, თუ ჟი­უ­რიმ ჩემს მო­თხრო­ბა­ში რა­ღაც ღი­რე­ბუ­ლი და­ი­ნა­ხა, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ არა­და, არა უშავს, მი­ლი­ონ ადა­მი­ანს და­უ­წე­რია რა­ღაც და წა­უშ­ლია ან გა­და­უგ­დია-მეთ­ქი.

მო­გე­ბა­ზე დი­დად არ მი­ფიქ­რია. გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, ასეთ შე­ფა­სე­ბას არ მო­ვე­ლო­დი და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდა. ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დო, რაც მი­ვი­ღე!

 

ელფოსტაბეჭდვა