„მწერლები, რომლთა მკითხველი ვიყავი, ახლა უკვე ჩემს წიგნზე საუბრობდნენ“- თეონა დოლენჯაშვილის პირველი წიგნის ამბავი
„მწერლები, რომლთა მკითხველი ვიყავი, ახლა უკვე ჩემს წიგნზე საუბრობდნენ“- თეონა დოლენჯაშვილის პირველი წიგნის ამბავი
„მწერლები, რომლთა მკითხველი ვიყავი, ახლა უკვე ჩემს წიგნზე საუბრობდნენ“- თეონა დოლენჯაშვილის პირველი წიგნის ამბავი
24 აპრილი, 2019 წ.

პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ავ­ტო­რის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ხში­რად ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ვერც აღ­წევს, მაგ­რამ ავ­ტო­რის­თვის მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლად ძვირ­ფა­სია. რიგ შემ­თხვე­ვა­ში კი მწერ­ლე­ბი ცნო­ბი­ლე­ბი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი­ვე ნა­წარ­მო­ე­ბით ხდე­ბი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლია ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და რა ბედი ეწია მათ. გა­დავ­წყვი­ტეთ, პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რი­ე­ბი შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა.

თე­­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი თა­ვის პირ­ველ წიგნს იხ­სე­ნებს:

„ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნი 2005 წელს გა­მო­ი­ცა. ეს იყო მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი “იან­ვრის მდი­ნა­რე” . არ მი­ფიქ­რია, რომ წიგ­ნი უნდა და­მე­წე­რა. მიზ­ნად ეს არ მქო­ნია. რო­დე­საც პირ­ველ მო­თხრო­ბას “ფი­დაი ანუ ამი­ნა სა­მი­დან ხუ­თამ­დე” ვწერ­დი - ეს ერ­თგვა­რი კვლე­ვა იყო ჩემ­თვის. მა­შინ ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, ვუს­მენ­დი ტე­რო­რისტ ქალ­თა სა­სა­მარ­თლოს სტე­ნოგ­რა­ფი­ულ ჩა­ნა­წე­რებს და ვფიქ­რობ­დი, რა­ტომ და რო­გორ იქ­ცე­ვი­ან ჩემი თა­ნა­ტო­ლი გო­გო­ე­ბი თვით­მკვლელ შა­ჰი­დე­ბად. მინ­დო­და სხვა კუ­თხით და­მე­ნა­ხა ეს მოვ­ლე­ნა და ეს იყო ჩემი მი­ზა­ნი. ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეს მო­თხრო­ბა და­ი­ბეჭ­დე­ბო­და და რაც მთა­ვა­რია, ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბო­და. “ფი­დაი” შე­ვი­და “15 სა­უ­კე­თე­სო მო­თხრო­ბის” კრე­ბულ­ში, მი­ი­ღო “პარ­ნა­სის” ჯილ­დო, გახ­და 2004 წლის სა­უ­კე­თე­სო მო­თხრო­ბა. ითარ­გმნა უამ­რავ ენა­ზე, და­ი­წე­რა კი­ნოს­ცე­ნა­რი, რა­დი­ო­პი­ე­სა, თა­ნა­მედ­რო­ვე ოპე­რაც კი. მოკ­ლედ, ეს წარ­მა­ტე­ბა უკვე რა­ღაც­ნა­ი­რად მა­ვალ­დე­ბუ­ლებ­და, რომ გზა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, “ფი­და­ის” მოჰ­ყვა სხვა მო­თხრო­ბე­ბი - “ექ­სპე­დი­ცია”, რო­მე­ლიც უკვე 2005 წლის “15 სა­უ­კე­თე­სო მო­თხრო­ბის” კრე­ბულ­ში მოხ­ვდა, “ლი­ა­ნა, ვერა, ნო­რი­კო”, ფრთე­ბი”, “425- ე”, “იან­ვრის მდი­ნა­რე”, “სი­ჩუ­მის სამი ნა­პი­რი” და სხვე­ბი...

ჩემი სა­დე­ბი­უ­ტო კრე­ბუ­ლი “იან­ვრის მდი­ნა­რე” საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, იგი 2006 წელს “სა­ბას” სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ანა კა­ლან­და­ძის და სხვა ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის გვერ­დით “სა­ბას” გა­მარ­ჯვე­ბულ­თა რი­გებ­ში ყოფ­ნა. ეს სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იყო, სხვა კუ­თხით გა­ვი­ცა­ნი მა­შინ­დე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სამ­ყა­რო, გა­ვი­ცა­ნი ის მკი­თხვე­ლიც, რო­მე­ლიც ხში­რად უსა­მარ­თლო­ოდ მაკ­რი­ტი­კებ­და და ამ­გვა­რად იმა­საც მივ­ხვდი რომ ეს წარ­მა­ტე­ბა ხში­რად მძი­მე ჯვა­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რო­დე­საც ის მწერ­ლე­ბი, რომლთა მკი­თხვე­ლი ვი­ყა­ვი, ახლა უკვე ჩემს წიგნ­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ახლა უკვე ის უნდა გა­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა რომ გაგ­რძე­ლე­ბაც ასე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, რო­გო­რიც და­სა­წყი­სი . პირ­ვე­ლი წიგ­ნი პირ­ვე­ლი შვი­ლი­ვი­თაა. მან უნდა გა­ა­მარ­თლოს შენი იმე­დე­ბი ისე­ვე, რო­გორც შენ - მისი. ეს გზა რო­მელ­საც პირ­ვე­ლი წიგ­ნი ხსნის, ღირ­სე­უ­ლად გა­სავ­ლე­ლია. დე­ბი­უ­ტი და­სა­წყი­სია, კარ­გი სტარ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მწერ­ლის მთა­ვა­რი გზა , აღ­მართ დაღ­მარ­თი, რთუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის დაძ­ლე­ვა და სხვა სი­მა­ღღ­ლე­ე­ბის და­პყრო­ბა უკვე შემ­დეგ იწყე­ბა”.

ასე­თია თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რია. დამ­წყებ მწერ­ლებს კი დიდი შან­სი ეძ­ლე­ვათ, რომ მათი პირ­ვე­ლი­ვე წიგ­ნე­ბი ბესტსე­ლე­რე­ბი გახ­დნენ. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ავ­ტო­რებს „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ აძ­ლევს. თუ გაქვს სურ­ვი­ლი და ნიჭი იმი­სა რომ წერო, ეს კონ­კურ­სი ნამ­დვი­ლად შენ­თვი­საა, რად­გან კონ­კურ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა.

f

უკვე ორი წე­ლია კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს ეძებს და აძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, აიხ­დი­ნონ ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლი - შე­უ­ერ­თდნენ მათ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბის რი­გებს. პირ­ვე­ლი ორი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე რე­ა­ლუ­რი ბესტსე­ლე­რე­ბი არი­ან, ახლა კი შენი ჯე­რია!

თუ გიყ­ვარს წერა, თუ გიყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა და გინ­და შენი სა­ხე­ლი ამ სამ­ყა­როს და­უ­კავ­ში­რო, 1 აპ­რი­ლი­დან 1 მა­ი­სის ჩათ­ვლით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოგ­ზავ­ნო გა­ნა­ცხა­დი მე­ილ­ზე: book@palitra.ge და მის­ცე შენს ოც­ნე­ბას ახ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­ნა­ცხა­დის შე­სა­ხებ და სხვა დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ბმულს:

https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE

 

ელფოსტაბეჭდვა