„საკუთარი წიგნი კარგი შეგრძნებაა, რაღაც კუთხით შვილსაც შეიძლება შეადარო“- ალეკო შუღლაძის პირველი წიგნის ამბავი
„საკუთარი წიგნი კარგი შეგრძნებაა, რაღაც კუთხით შვილსაც შეიძლება შეადარო“- ალეკო შუღლაძის პირველი წიგნის ამბავი
„საკუთარი წიგნი კარგი შეგრძნებაა, რაღაც კუთხით შვილსაც შეიძლება შეადარო“- ალეკო შუღლაძის პირველი წიგნის ამბავი
15 აპრილი, 2019 წ.

პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ავ­ტო­რის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ხში­რად ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ვერც აღ­წევს, მაგ­რამ ავ­ტო­რის­თვის მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლად ძვირ­ფა­სია. რიგ შემ­თხვე­ვა­ში კი მწერ­ლე­ბი ცნო­ბი­ლე­ბი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი­ვე ნა­წარ­მო­ე­ბით ხდე­ბი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლია ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და რა ბედი ეწია მათ. გა­დავ­წყვი­ტეთ, პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რი­ე­ბი შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა.

ალე­კო შუღ­ლა­ძე თა­ვის პირ­ველ ნა­წარ­მო­ებს იხ­სე­ნებს:

„სულ პირ­ვე­ლად სცე­ნა­რი დავ­წე­რე, „გვი­რაბ­ში“ ერ­ქვა. რო­მე­ლიც მო­თხრო­ბად გა­და­ვა­კე­თე. ძა­ლი­ან მა­გა­რი გა­მო­მი­ვი­და. ვა­მა­ყობ­დი მა­ნამ­დე, სა­ნამ მე­გო­ბარ­მა არ მი­თხრა, რომ ერთი-ერ­თში დი­უ­რენ­მა­ტის მო­თხრო­ბას ემ­თხვე­ვაო. დი­უ­რენ­მა­ტის მო­თხრო­ბა რუ­სულ ენა­ზე ვი­პო­ვე, წა­ვი­კი­თხე, მარ­თლა ეგრე იყო. უფრო მე­ტიც, ფრიდ­რიხ დი­უ­რენ­მა­ტის მო­თხრო­ბას სა­ხე­ლიც კი იგი­ვე ჰქონ­და: „გვი­რაბ­ში“. ბევ­რი ფიქ­რი სა­ჭი­რო არ იყო, მო­თხრო­ბა ნა­გავ­ში მო­ვის­რო­ლე. თან ნაგ­ვის ბუნ­კე­რი მა­შინ პირ­და­პირ სახ­ლში გვქონ­და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და იქ ჩა­ვაგ­დე. შემ­დეგ ისე­თი მო­თხრო­ბე­ბის წერა და­ვი­წყე, რომ­ლის სი­უ­ჟე­ტიც სხვას არ უნდა დამ­თხვე­ო­და. რამ­დე­ნი­მე თვე­ში 4 მო­თხრო­ბა დავ­წე­რე და „ცის­კარ­ში“ მი­ვი­ტა­ნე. ცის­კრის მა­შინ­დელ რე­ა­დაქ­ტორს ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი ისე ძა­ლან მო­ე­წო­ნა, რომ ად­გილ­ზე შეხ­ტა. ოთხი­ვე და­ბეჭ­და. სა­თა­უ­რე­ბიც უც­ნა­უ­რი ჰქონ­და: „ნახე, ნახე, რო­გორ ქა­ნა­ობს“, „ჰოპ და ისევ ზურ­გზე გა­დავტრი­ალ­დი“, „რას ინე­ბებთ“...

მაგ­რამ ეს მო­თხრო­ბე­ბი არ­ცერთ წიგნ­ში არ შე­სუ­ლა. მე კი ახალ მო­თხრო­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი: „პა­სუ­ხე­ბი ერთ-ერთი მცი­რე­ტი­რა­ჟი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­თვის“. რო­მე­ლიც უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­ვდა წიგნ­ში „გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა“.

სწო­რედ იმ მო­მენ­ტში აღ­მო­სავ­ლუ­რი რე­ლი­გი­ე­ბის და ფი­ლო­სო­ფი­ის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე და 2001 წლის და­სა­წყის­ში გა­მო­ვი­და ჩემი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი „სამ­სა­რა“, რო­მე­ლიც ერ­თგვა­რი სინ­თე­ზი იყო, აღ­მო­სავ­ლე­თის და ალ­ბერ კა­მი­უს „შავი ჭი­რის“. რო­მა­ნი არა­ერ­თგვა­როვ­ნად მი­ი­ღო მკი­თხველ­მა, ზოგს მოს­წონ­და, ზოგს არა. ერ­თმა ისიც კი მი­თხრა, ტექ­სტში ძა­ლი­ან ბევ­რი „რომ“ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლიო.

სა­კუ­თა­რი წიგ­ნი კარ­გი შეგ­რძნე­ბაა, რა­ღაც კუ­თხით შვილ­საც შე­იძ­ლე­ბა შე­ა­და­რო, ყვე­ლა პლი­უს-მი­ნუ­სით გიყ­ვარს. ამი­ტომ ბო­როტ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კრი­ტი­კო­სებ­ზე, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა რომ სურთ, ვბრა­ზობ ხოლ­მე, ნა­წარ­მო­ებს როცა გვი­გი­ნე­ბენ. ისე ვწერ, ნიჭი სა­დამ­დეც მყოფ­ნის, ვარ ბედ­ნი­ე­რი და თავი და­მა­ნე­ბეთ რა.

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ თით­ქმის 20 წლის მერე მხვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, (კი­დევ უფრო უც­ნა­უ­რია - უმე­ტე­სად უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი), რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ამ რო­მან­მა ძა­ლი­ან დიდი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნა მათ­ზე. „სამ­სა­რას“ ტი­რა­ჟი აღარ არ­სე­ბობს, ძვე­ლი სა­ხით და­ბეჭ­ვდვას აღარ ვი­სურ­ვებ­დი. ვა­პი­რებ, „სამ­სა­რა“ გა­და­ვა­კე­თო და თა­ვი­დან გა­მოვ­ცე“.

ასე­თია ალე­კო შუღ­ლა­ძის პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რია. დამ­წყებ მწერ­ლებს კი დიდი შან­სი ეძ­ლე­ვათ, რომ მათი პირ­ვე­ლი­ვე წიგ­ნე­ბი ბესტსე­ლე­რე­ბი გახ­დნენ. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ავ­ტო­რებს „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ აძ­ლევს. თუ გაქვს სურ­ვი­ლი და ნიჭი იმი­სა რომ წერო, ეს კონ­კურ­სი ნამ­დვი­ლად შენ­თვი­საა, რად­გან კონ­კურ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა.
wqe

უკვე ორი წე­ლია კონ­კურ­სი „ გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს ეძებს და აძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, აიხ­დი­ნონ ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლი- შე­უ­ერ­თდნენ მათ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბის რი­გებს. პირ­ვე­ლი ორი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე რე­ა­ლუ­რი ბესტსე­ლე­რე­ბი არი­ან, ახლა კი შენი ჯე­რია!

თუ გიყ­ვარს წერა, თუ გიყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა და გინ­და შენი სა­ხე­ლი ამ სამ­ყა­როს და­უ­კავ­ში­რო, 1 აპ­რი­ლი­დან 1 მა­ი­სის ჩათ­ვლით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოგ­ზავ­ნო გა­ნა­ცხა­დი მე­ილ­ზე: book@palitra.ge და მის­ცე შენს ოც­ნე­ბას ახ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­ნა­ცხა­დის შე­სა­ხებ და სხვა დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ბმულს: https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE

ბეჭდვა