„თავისუფლება სიტყვიდან იწყება“- 17 წლის „სიტყვებისგან შეწუხებული“ ბიჭის პირველი წიგნის ისტორია
„თავისუფლება სიტყვიდან იწყება“- 17 წლის „სიტყვებისგან შეწუხებული“ ბიჭის პირველი წიგნის ისტორია
„თავისუფლება სიტყვიდან იწყება“- 17 წლის „სიტყვებისგან შეწუხებული“ ბიჭის პირველი წიგნის ისტორია
15 აპრილი, 2019 წ.

პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ავ­ტო­რის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ხში­რად ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ვერც აღ­წევს, მაგ­რამ ავ­ტო­რის­თვის მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლად ძვირ­ფა­სია. რიგ შემ­თხვე­ვა­ში კი მწერ­ლე­ბი ცნო­ბი­ლე­ბი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი­ვე ნა­წარ­მო­ე­ბით ხდე­ბი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლია ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და რა ბედი ეწია მათ. გა­დავ­წყვი­ტეთ, პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რი­ე­ბი შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა.

დათო ტუ­რაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს ის­ტო­რი­ას, რო­გო­რი იყო მისი პირ­ვე­ლი წიგ­ნი:

„მე საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე და საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიზ­რდე­ბო­დი, ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე შვი­დი წლით ადრე, ჩვიდ­მე­ტი წლის ასაკ­ში დავ­წე­რე.

ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნი, ჩემი პირ­ვე­ლი რო­მა­ნია… თუ ჩვიდ­მე­ტი წლის ასაკ­ში რო­მა­ნის და­წე­რა შე­გიძ­ლია, რა­საკ­ვირ­ვე­ლია იმის და­ვი­წყე­ბაც შე­გიძ­ლია, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ცხოვ­რობ. თუმ­ცა მო­თხრო­ბე­ბის წერა, კი­დევ უფრო ადრე და­ვი­წყე და შე­იძ­ლე­ბა ამი­ტო­მაც მა­ვი­წყდე­ბო­და, რომ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის ძა­ლი­ან ეში­ნო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ეში­ნო­და სი­ტყვის, რად­გან იცო­და, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა სი­ტყვი­დან იწყე­ბა.

ჰოდა, რა უნდა მექ­ნა ჩვიდ­მე­ტი წლის სი­ტყვე­ბი­სა­გან შე­წუ­ხე­ბულ ადა­მი­ანს ამ­დე­ნი ხელ­ნა­წე­რით ხელ­დამ­შვე­ნე­ბულს და მი­ვა­დე­ქი იმ ორი რე­დაქ­ცი­ი­დან ერთ-ერთს, რო­მე­ლიც მა­შინ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და (რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟურ­ნა­ლი). არა­ფერს ვი­ტყვი იმის შე­სა­ხებ, იქი­დან რო­გორ გა­მო­მის­ტუმ­რეს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პირ­ველ, და­ბეჭ­დილ და გა­მო­ცე­მულ წიგნს. ეს მხო­ლოდ მა­შინ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, როცა სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღად­გი­ნა და წიგ­ნის გა­მო­ცე­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ესა­ჭი­რო­ე­ბო­და საბ­ჭო­თა წე­სე­ბის, კა­ნო­ნე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ის დაც­ვა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი, ნე­ბის­მი­ე­რი ავ­ტო­რის­თვის (ალ­ბათ), გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, აღუ­წე­რე­ლი და აუხ­სნე­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდაა, მაგ­რამ იმ პირ­ველს, მა­ინც არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა და არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ის წამი, როცა ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნი ვნა­ხე - ჩემი მო­თხრო­ბე­ბის პა­ტა­რა კრე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე დიდი სი­ხა­რუ­ლი მა­ჩუ­ქა...

მხო­ლოდ იმას ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან მშურს იმ ახალ­გაზ­რდა მწერ­ლე­ბის, რომ­ლებ­საც ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, სი­ხა­რუ­ლით ეპა­ტი­ჟე­ბი­ან ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და იმა­შიც ეხ­მა­რე­ბი­ან, რომ ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რე­ბი გახ­დნენ.

არა­და სულ არ ვარ შუ­რი­ა­ნი“...
ფ

ასე­თია დათო ტუ­რაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რია. დამ­წყებ მწერ­ლებს კი დიდი შან­სი ეძ­ლე­ვათ, რომ მათი პირ­ვე­ლი­ვე წიგ­ნე­ბი ბესტსე­ლე­რე­ბი გახ­დნენ. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ავ­ტო­რებს „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ აძ­ლევს. თუ გაქვს სურ­ვი­ლი და ნიჭი იმი­სა, რომ წერო, ეს კონ­კურ­სი ნამ­დვი­ლად შენ­თვი­საა, რად­გან კონ­კურ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა.

უკვე ორი წე­ლია კონ­კურ­სი „ გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს ეძებს და აძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, აიხ­დი­ნონ ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლი - შე­უ­ერ­თდნენ მათ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბის რი­გებს. პირ­ვე­ლი ორი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე რე­ა­ლუ­რი ბესტსე­ლე­რე­ბი არი­ან, ახლა კი შენი ჯე­რია!

თუ გიყ­ვარს წერა, თუ გიყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა და გინ­და შენი სა­ხე­ლი ამ სამ­ყა­როს და­უ­კავ­ში­რო, 1 აპ­რი­ლი­დან 1 მა­ი­სის ჩათ­ვლით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოგ­ზავ­ნო გა­ნა­ცხა­დი მე­ილ­ზე: book@palitra.ge და მის­ცე შენს ოც­ნე­ბას ახ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­ნა­ცხა­დის შე­სა­ხებ და სხვა დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ ბმულს: https://www.palitral.ge/konkursis-tsesebi-da-pirobebi.html?lang=ka-GE

ელფოსტაბეჭდვა