„მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო“ - გიორგი კეკელიძის პირველი წიგნის ამბავი
„მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო“ - გიორგი კეკელიძის პირველი წიგნის ამბავი
„მოვისროლე წვიმით სავსე ბუშლატა და გიჟივით ცეკვა დავიწყეო“ - გიორგი კეკელიძის პირველი წიგნის ამბავი
15 აპრილი, 2019 წ.

პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი ავ­ტო­რის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ხში­რად ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ვერც აღ­წევს, მაგ­რამ ავ­ტო­რის­თვის მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლად ძვირ­ფა­სია. რიგ შემ­თხვე­ვა­ში კი მწერ­ლე­ბი ცნო­ბი­ლე­ბი თა­ვი­სი პირ­ვე­ლი­ვე ნა­წარ­მო­ე­ბით ხდე­ბი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლია ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და რა ბედი ეწია მათ. გა­დავ­წყვი­ტეთ, პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რი­ე­ბი შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა.

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე იხ­სე­ნებს ის­ტო­რი­ას, რო­დე­საც მისი პირ­ვე­ლი წიგ­ნი პირ­ვე­ლად ნახა მა­მამ:

„მა­მა­ჩე­მი ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­მო­ვი­და. ოთხმოც­და­ა­თი­ა­ნე­ბის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი იდგა. ზა­ფხულ­ში სუ­რებ­ში ადი­ო­და, ჯერ თხილს აბი­ნა­ვებ­და და მერე შე­შას ამ­ზა­დებ­და. პა­ტა­რა, ქო­ხის­მაგ­ვა­რი სახ­ლი, უშუ­ქო­ბა, უმე­ზობ­ლო­ბა, უი­მე­დო­ე­ბა. ბუ­ხა­რი არის და ცე­ცხლის დან­თე­ბა შე­გიძ­ლია, მაგ­რამ ამ­დე­ნი უ-ს შემ­ხედ­ვა­რე, არც მა­გის ხა­ლი­სი გაქვს, თუნ­დაც გა­ლუმ­პუ­ლი იყო და გცი­ო­დეს...

ჰოდა, მა­მა­ჩე­მი ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­მო­ვი­და და მიყ­ვე­ბა, რომ მთე­ლი დღე წვიმ­და და "თხილს ხეკ­და". სა­ღა­მოს ავ­ტო­ბუ­სი ჩა­მო­ვი­და თემ­ში, ქვე­ვით და ოზურ­გე­თი­დან გა­მო­ტა­ნე­ბულს დახ­ვდა. იქ­ნე­ბო­და იქ ლამ­ფის ფი­თი­ლე­ბი, ორი თავი ყვე­ლი, პუ­რე­ბი, შპ­რო­ტე­ბი და შარ­ვა­ლი. ამო­ი­ა­რა ტა­ლა­ხი­ა­ნი აღ­მარ­თი, შე­ვი­და ოთახ­ში, ინერ­ცი­ით შეხ­სნა ფუ­თას თავი, და­ი­წყო და­ზა­რე­ბით ამო­ლა­გე­ბა და უცებ პა­ტა­რა ბრო­შუ­რა გად­მო­ვარ­და. გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე. " და­ი­ბა­და ხარი, ჰოდა..." 1998 წელი...
ს

წა­მი­ე­რად მთე­ლი დაღ­ლა და იუ­მე­დო­ბა მო­მეხ­სნაო. მო­ვის­რო­ლე წვი­მით სავ­სე ბუშ­ლა­ტა და გი­ჟი­ვით ცეკ­ვა და­ვი­წყეო. მივ­ვარ­დი ბუ­ხარს და და­ვან­თეო. დიდი და სა­გან­გე­ბო ცე­ცხლიო. წვერს რომ იპარ­სავ­და, სა­ხე­ზე არაყს ის­ვამ­და ოდე­კო­ლო­ნი­ვით და ის არა­ყი გად­მო­ი­ღო და დავ­ლი­ეო. დიდი ზე­ი­მი ჰქონ­და, დიდი. და ამას ისე მიყ­ვე­ბო­და, იქ მე­გო­ნა თავი. და ახ­ლაც იქ მგო­ნია.“

ასე­თია გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის პირ­ვე­ლი წიგ­ნის ის­ტო­რია. დამ­წყებ მწერ­ლებს კი დიდი შან­სი ეძ­ლე­ვათ, რომ მათი პირ­ვე­ლი­ვე წიგ­ნე­ბი ბესტსე­ლე­რე­ბი გახ­დნენ. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ავ­ტო­რებს „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ აძ­ლევს. თუ გაქვს სურ­ვი­ლი და ნიჭი იმი­სა რომ წერო, ეს კონ­კურ­სი ნამ­დვი­ლად შენ­თვი­საა, რად­გან კონ­კურ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა.

უკვე ორი წე­ლია კონ­კურ­სი „ გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს ეძებს და აძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, აიხ­დი­ნონ ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვა­რი სურ­ვი­ლი- შე­უ­ერ­თდნენ მათ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბის რი­გებს. პირ­ვე­ლი ორი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე რე­ა­ლუ­რი ბესტსე­ლე­რე­ბი არი­ან, ახლა კი შენი ჯე­რია!

თუ გიყ­ვარს წერა, თუ გიყ­ვარს ლი­ტე­რა­ტუ­რა და გინ­და შენი სა­ხე­ლი ამ სამ­ყა­როს და­უ­კავ­ში­რო, 1 აპ­რი­ლი­დან 1 მა­ი­სის ჩათ­ვლით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მოგ­ზავ­ნო გა­ნა­ცხა­დი მე­ილ­ზე: book@palitra.ge და მის­ცე შენს ოც­ნე­ბას ახ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა.

 

ელფოსტაბეჭდვა