"გახდი ბესტსელერის ავტორი 2019" - სახალხო ლიტერატურული კონკურსის მესამე სეზონი დაიწყო!
"გახდი ბესტსელერის ავტორი 2019" - სახალხო ლიტერატურული კონკურსის მესამე სეზონი დაიწყო!
"გახდი ბესტსელერის ავტორი 2019" - სახალხო ლიტერატურული კონკურსის მესამე სეზონი დაიწყო!
15 აპრილი, 2019 წ.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" იწყებს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" მე­სა­მე სე­ზონს. კონ­კურ­სმა, რო­მე­ლიც მას­შტა­ბურ და სა­ხალ­ხო ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ექ­ტად იქცა, უკვე გა­მო­ავ­ლი­ნა ავ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა რო­მა­ნე­ბი ბესტსე­ლე­რე­ბი გახ­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო­ ას­პა­რეზ­ზეც გა­ვი­და. ასე შე­ეს­ხა ხორ­ცი იდე­ას, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­სა და ხელ­შე­წყო­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. კონ­კურ­სის მე­სა­მე სე­ზო­ნიც იმა­ვე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა: ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და მათ დახ­მა­რე­ბას.

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ ცნო­ბილ მწერ­ლებ­საც. ყო­ველ მათ­განს უნი­კა­ლუ­რი შან­სი ეძ­ლე­ვა, რომ გა­მარ­ჯვე­ბის­ შემ­თხვე­ვა­ში მათი ნა­წარ­მო­ე­ბი და­ი­ბეჭ­დოს. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი­დან სამ მათ­განს სა­ზო­გა­დო­ე­ბა აირ­ჩევს, ორი კი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გახ­დე­ბა. გა­ნა­ცხა­დის შე­მო­ტა­ნა 1-ლ აპ­რილს და­ი­წყო და 1-ლ მა­ი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. მე­სა­მე სე­ზონს სხვა სა­სი­ა­მოვ­ნო ნი­უ­ან­სე­ბიც და­ე­მა­ტა...

s

კონ­კურ­სი­სა და მისი მიმ­დი­ნა­რე­­ბის შე­სა­ხებ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის სა­ზო­გა­დო­­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­თია ზაქ­რა­ძე გვე­სა­უბ­რა:

- გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" უკვე მე­სა­მედ იწყებს მას­შტა­ბურ კონ­კურსს "გახ­დი ბესტსე­ლე­რის" ავ­ტო­რი. მათ, ვინც წარ­მა­ტე­ბულ სამ­წერ­ლო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ონ. ამის პრე­ცე­დენ­ტე­ბი კი უკვე გვაქვს: გა­სუ­ლი 2 სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბულ­თა რო­მა­ნე­ბი უკვე იქცა ბესტსე­ლე­რე­ბად და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზეც გა­ვი­და. ვფიქ­რობ, ამ კონ­კურ­სმა უკვე შექ­მნა უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მე­სა­მე სე­ზონ­ზე გაგ­რძელ­დე­ბა. არა­და, როცა ვი­წყებ­დით, დიდი ექ­სპე­რი­მენ­ტის წი­ნა­შე ვი­დე­ქით.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო გვე­პო­ვა ისე­თი ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ ლო­კა­ლურ დო­ნე­ზე, ვიწ­რო წრე­ში გახ­დე­ბოდ­ნენ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებ­დნენ, უპირ­ვე­ლე­სად სა­ქარ­თვე­ლო­ში, მერე კი სა­ზღვარ­გა­რე­თაც. რო­დე­საც­ ქარ­თულ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლებ­ში გა­ყიდ­ვე­ბის ტო­პა­თე­უ­ლებს ვნა­ხუ­ლობ­დით და იქ ქარ­თვე­ლე­ბი არ გვხვდე­ბო­და, ეს იყო ჩვენ­თვის მო­ტი­ვა­ტო­რი.

გვინ­დო­და, რომ მათ რი­გებ­ში ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბიც ყო­ფი­ლიყ­ვნენ. შე­სა­ბა­მი­სად, და­ვი­წყეთ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­ცე­დენ­ტე­ბის ძებ­ნა, თუ ვინ რო­გორ გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. მა­გა­ლი­თად თუნ­დაც სტი­ვენ კინგს ან ჯოან რო­უ­ლინგს მო­ვიყ­ვან. თუმ­ცა­ღა ისე­თი პრო­ექ­ტის მო­ძებ­ნა, რო­მე­ლიც ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლეს მო­ერ­გე­ბო­და, გაგ­ვი­ჭირ­და და სხვა გზით წა­ვე­დით: ვე­სა­უბ­რეთ ცნო­ბილ ქარ­თველ მწერ­ლებს, ვიმ­სჯე­ლეთ და სა­ბო­ლო­ოდ შევ­ქმე­ნით ქარ­თუ­ლი პრო­ექ­ტი, რომ­ლის სა­ხელ­ზე ბევ­რი არ გვი­ფიქ­რია, და­ვარ­ქვით ის, რაც ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო: "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი".

ეს ნიშ­ნავ­და, რომ ჩვენ და­ვეხ­მა­რე­ბო­დით ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს ბესტსე­ლე­რე­ბის შექ­მნა­ში. მო­ვი­ფიქ­რეთ ისე­თი ფორ­მა­ტი, რომ ამ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცეს­ში რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი­ ჩარ­თუ­ლი­ყო. მა­ლე­ვე მივ­ხვდით, რომ ეს არ იყო არა­რე­ა­ლუ­რი - თუკი შე­იძ­ლე­ბა­ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში უამ­რავ­მა­ ადა­მი­ან­მა მის­ცეს ხმა თა­ვის რჩე­ულს, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ეს ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ექ­ტში, ესეც ხომ ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წი­ლია!

მოხ­და უნი­კა­ლუ­რი რამ - ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცეს­ში, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო, გა­მოგ­ვევ­ლი­ნა სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნი! შარ­შან­დელ კონ­კურ­სში "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" 99 554 კაცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სწო­რედ ამ­დე­ნი ხმა იყო შე­მო­სუ­ლი სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რის ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­სა­ცე­მად არ­ჩე­ვის­თვის!

- თით­ქმის და­­ჯე­რე­ბე­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრო­ცეს­ში ამ­დე­ნი ადა­მი­­ნის მო­ნა­წი­ლე­­ბა. მსგავ­სი მას­შტა­ბუ­რო­ბა ცნო­ბი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სე­ბის­თვი­საც იმი­ჯია.

- მსგავ­სი რა­ო­დე­ნო­ბის ხმა სხვა კონ­კუ­რსებ­ში ერთჯე­რა­დად მარ­თლაც რე­კორ­დად ით­ვლე­ბა. თუმ­ცა, თუკი სხვა კონ­კურ­სებ­ში ერთი და იმა­ვე ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­დან შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ხმა მის­ცე, ჩვენს კონ­კურ­სში წიგ­ნის­თვის ხმის მი­ცე­მა ერთი ნომ­რი­დან მხო­ლოდ ერთხელ შე­იძ­ლე­ბო­და. სწო­რედ ეს როლი - წიგ­ნის­ გა­მო­ცე­მის საქ­მე­ში მწერ­ლის დახ­მა­რე­ბა იკის­რა ამ კონ­კურ­სმა და ჩვენ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ. მე­ტიც, უკვე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის, შე­სა­ბა­მი­სად, მწერ­ლის, გზამ­კვლე­ვი­სა და დამ­ხმა­რის რო­ლიც შე­ი­თავ­სა. და­ვი­ნა­ხეთ ისიც, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს დიდი სურ­ვი­ლი, არ­სე­ბობ­დეს კარ­გი ბესტსე­ლე­რე­ბი და ეს სურ­ვი­ლი წიგ­ნე­ბის გა­ყიდ­ვა­ზეც აი­სა­ხა. აი, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ კონ­კურ­სის მე­სა­მე­ სე­ზო­ნის ჩა­ტა­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­დან ვყოყ­მა­ნობ­დით, ამ­დე­ნი რო­მა­ნი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ხომ არ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ გა­სუ­ლი კონ­კურ­სე­ბის მო­ნა­ცე­მებ­მა დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ მე­სა­მე სე­ზო­ნის ჩა­ტა­რე­ბა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და.

r

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, კონ­კურ­სის ორ სე­ზონ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­­კე­თე­სო ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნებ­ზე დიდი მო­თხოვ­ნაა.

- 2017 წლის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე, ია კარ­გა­რე­თე­ლი, ელის დოჯ­სო­ნი და შო­რე­ნა ხუ­ხუა, ხოლო 2018 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი, გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე, ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი. თათ­ული ღვი­ნი­ა­ნი­ძის "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე"­ გა­ყიდ­ვე­ბის მას­შტა­ბი რე­კორ­დუ­ლია.

ია კარ­გა­რე­თე­ლის რო­მა­ნი "სხვა უდაბ­ნოს საიდ­უმლო" აღ­მო­სავ­ლურ თე­მა­ტი­კას ეხე­ბა და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი უკვე გა­ი­ყი­და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში. წიგ­ნი არა­ბუ­ლად ითარ­გმნე­ბა და სპარ­სე­თის ყუ­რის ქვეყ­ნებ­ში გა­ი­ყი­დე­ბა. შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას "შე­მო­ვალ ეტ­ლით" გერ­მა­ნუ­ლად ითარ­გმნა და წარ­დგე­ნი­ლი იყო ფრან­კფურ­ტის ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც მის­მა ავ­სტრი­ელ­მა გა­მომ­ცე­მელ­მა რე­დაქ­ტორ­თან ერ­თად წა­რად­გი­ნა. წარ­მა­ტე­ბით იყი­დე­ბა ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი ელის დოჯ­სო­ნის "რაფ­ლე­ზია". ავ­ტო­რი უკვე მე-3 რო­მან­ზე მუ­შა­ობს.

2018 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი უკვე იქცა მო­თხოვ­ნად წიგ­ნე­ბად. ავ­ტო­რე­ბის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ქვეყ­ნდე­ბა სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­ში, მათ პოს­ტე­რებს ნა­ხავთ ყვე­ლა­ზე დიდ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "ბიბ­ლუს­ში", წიგ­ნე­ბის ყდებ­ზე იმუ­შა­ვეს ცნო­ბილ­მა დი­ზა­ი­ნე­რებ­მა და მხატ­ვრებ­მა. ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით, რომ მათი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რულ სამ­ყა­რო­ში სწო­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. მათ წიგ­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად წარ­ვუდ­გენთ უცხო­ელ გა­მომ­ცემ­ლებს, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ითარ­გმნოს და სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბას მი­აღ­წი­ოს.

ასე­ვე იქ­ნე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბის ყუ­რა­დღე­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის მე­სა­მე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბულ ავ­ტო­რებ­ზე. მინ­და მო­ვუ­წო­დო ყვე­ლას, ვინც წერს და მი­იჩ­ნევს, რომ ნი­ჭი­ე­რია, თუმ­ცა ეში­ნია ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბის, დას­ძლი­ოს შიში და ჩა­ერ­თოს კონ­კურ­სში. დაე, ყვე­ლა ავ­ტო­რი გა­იც­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. წარ­მა­ტე­ბა წინ არის.

სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ სწო­რედ თქვე­ნი ნა­წარ­მო­ე­ბი გახ­დეს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი! მათ კი, ვი­საც ჯერ არ და­უ­წყია წერა და ყოყ­მა­ნობს, მინ­და ვუ­თხრა, ჯერ კი­დევ არ არის გვი­ან, მით უმე­ტეს, უკვე ორ­ჯერ გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რომ ნა­წარ­მო­ე­ბი და­ი­წე­რა სპე­ცი­ა­ლუ­რად კონ­კურ­სის­თვის. რაც მთა­ვა­რია, მათ გა­მომ­ცემ­ლო­ბა სრულ მხარ­და­ჭე­რას ჰპირ­დე­ბა...

მაქვს სა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­აც: წინა კონ­კურ­სე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ სე­ზონ­ზე პრი­ზი მხო­ლოდ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა არ იქ­ნე­ბა. უკვე გვყავს სპონ­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი რჩე­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლურ პრი­ზებს და­ა­წე­სე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ჟი­უ­რის, ის კვლავ კომ­პე­ტენ­ტუ­რია, სა­კონ­კურ­სოდ წიგ­ნებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი შე­არ­ჩე­ვენ.

კონ­კურ­სის შემ­დგომ ეტა­პებ­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა პე­რი­­დუ­ლად მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამ­ჯე­რად კი კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რის ჩა­ნა­წერს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ:

ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი: "ეს კონ­კურ­სი,­ პირ­ველ რიგ­ში, უდი­დე­სი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, უფრო მე­ტად ვირ­წმუ­ნე სა­კუ­თა­რი თა­ვის და რაც მთა­ვა­რია, მი­ვი­ღე უდი­დე­სი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც ჩემი მკი­თხვე­ლე­ბის, ისე სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ღებ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს, სა­დაც მწე­რენ, რო­გორ და­ეხ­მა­რათ ჩემი წიგ­ნი, რამ­ხე­ლა ემო­ცია მი­ი­ღეს და და­ფიქ­რდნენ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე, ეს კი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია".

რა უნდა წარ­მოგ­ვიდ­გი­ნონ კონ­კურ­სან­ტებ­მა

გვა­რი­, სა­ხე­ლი, ასა­კი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­ყო­ლი­ლი მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფია. იმის მი­თი­თე­ბით, გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია თუ არა ნა­მუ­შევ­რე­ბი კონ­კურ­სამ­დე (ასე­თის­ არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყა­როს მი­თი­თე­ბა: წიგ­ნი, პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მა, სა­ი­ტი და სხვ.); ინ­ფორ­მა­ცია უნდა გა­მო­იგ­ზავ­ნოს Word დო­კუ­მენ­ტით; კონ­კურ­სან­ტის ფოტო (JPG ფორ­მა­ტი); სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია; სა­კონ­კურ­სო ნა­წარ­მო­ე­ბის მოკ­ლე აღ­წე­რა/სი­ნოპ­სი­სი (Word დო­კუ­მენ­ტი).

ფა­ი­ლე­ბი უნდა გა­მოგ­ზავ­ნოთ 1-ლი აპ­რი­ლი­დან 1- ლი­ მა­ი­სის ჩათ­ვლით შემ­დეგ ელ­ფოს­ტა­ზე: konkursi@palitra.ge; სა­კონ­კურ­სოდ მი­ი­ღე­ბა მხო­ლოდ რო­მა­ნი, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი ჟან­რის და პირ­ველ ეტაპ­ზე, ანუ 1-ლ მა­ი­სამ­დე, უნდა წა­მოგ­ვიდ­გი­ნონ მი­ნი­მუმ 20-დან 30 გვერ­დამ­დე და­წე­რი­ლი რო­მა­ნის და­სა­წყი­სი. სა­ჭი­როა სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­აც, რათა შევ­ძლოთ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა. გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი­ გა­ეც­ნო­ბა გა­ნა­ცხა­დებს და კონ­კურ­სზე და­უშ­ვებს იმ ავ­ტო­რებს, რო­მელ­თა გა­ნა­ცხა­დე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს გა­მომ­ცემ­ლო­ბის დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს კონ­კურ­სის წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

 

ელფოსტაბეჭდვა