„გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ ფინალისტების ვინაობა ცნობილია
„გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ ფინალისტების ვინაობა ცნობილია
10 ივნისი, 2019 წ.

სახალხო და მასშტაბური ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ ფინალს უახლოვდება. გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ინფორმაციით, 7 ივნისს, 00:00 საათზე, პირველი ტურის ფარგლებში, ხმის მიცემა შეწყდა. ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია - 10 მათგანი ხალხის რჩეულია, ხოლო 10 - ხუთმა კომპეტენტურმა, კონფიდენციალურმა ჟიურის წევრმა გამოავლინა.

„ჟიურის წევრებისთვის არჩევანის გაკეთება, გასულ წლებთან შედარებით, ბევრად უფრო რთული იყო.

ფინალისტების სია ასეთია:

ხალხის რჩეულები გახდნენ: თამარ გოდერიძე, ნინო გელოვანი, ლუკა ხატიაშვილი, ნანი მანველიშვილი, თეო ჯამასპიშვილი, თინიკო ბერიძე, ლევან რამაზაშვილი, მარიამ ელიაშვილი, მაია ლომაშვილი, ანა მაწკეპლაძე.

ჟიურის რჩეულები გახდნენ: არჩილ ფირიაშვილი, მალხაზ ასლამაზაშვილი, ნიკოლას მაჩაბელი, ნინო ამირეჯიბი, ფიქრია ყუშიტაშვილი, თინა თაყაძე, გვანცა ხაბელაშვილი, უჩა მაზმიშვილი, ნიკოლოზ არჩვაძე და თინიკო ბერიძე.

ფინალში პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, 25 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.

10 ივლისს გამოცხადდება მაქსიმუმ 5 გამარჯვებული. 3 მკითხველის რჩეული გახდება, მაქსიმუმ 2 − ჟიურის.

გამარჯვებულების გამოვლენამდე ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია“, - აღნიშნულია „პალიტრა L“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ელფოსტაბეჭდვა