მოგზაურობა დროსა და სივრცეში - რას ჰყვებიან შვედური ზღაპრები
მოგზაურობა დროსა და სივრცეში - რას ჰყვებიან შვედური ზღაპრები
მოგზაურობა დროსა და სივრცეში - რას ჰყვებიან შვედური ზღაპრები
24 აპრილი, 2019 წ.

ზღაპ­რე­ბი ყო­ველ­თვის ირე­ა­ლურ, ჯა­დოს­ნუ­რი არ­სე­ბე­ბით სავ­სე სამ­ყა­როს­თან ასო­ცირ­დე­ბა. მათ­ში რო­გორც წესი უც­ნა­უ­რი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბე­ბი ვი­თარ­დე­ბა ხოლ­მე. ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ თუ ზღა­პა­რი ამ გან­ცდის გა­რე­შე იკი­თხე­ბა, ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა. თუმ­ცა ყო­ველ­თვის ასე არ ხდე­ბა. შვე­დუ­რი ზღაპ­რე­ბი არას­დროს გი­კარ­გავს რე­ა­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას. მარ­თა­ლია, ბო­ლომ­დე რე­ა­ლუ­რი აქ არა­ფე­რია, მაგ­რამ კი­თხვი­სას გგო­ნია, რომ დე­და­მი­წას­თან კავ­შირს არ წყვეტ. უფრო სწო­რედ ისე­თი გან­ცდა გიჩ­ნდე­ბა, რომ იქ, სა­დღაც ჩრდი­ლო­ეთ­ში, შვე­დეთ­ში, მარ­თლაც უნდა არ­სე­ბობ­დნენ ირე­ა­ლუ­რი არ­სე­ბე­ბი. ეს არ გიკ­ვირს, ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად მი­გაჩ­ნია. "იმოგ­ზა­უ­რე დრო­სა და სივ­რცე­ში" - ეს ფრა­ზა ამ ზღაპ­რებს ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სრუ­ლი­ად ახალ სამ­ყა­რო­ში, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ეპო­ქა­ში სრუ­ლი­ად უცხო სამ­ყა­რო­ში მი­დი­ხარ და მალე ამ სამ­ყა­როს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლიც ხდე­ბი.

ამ ქვეყ­ნის ფოლკ­ლო­რი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მათ ყო­ფი­ერ ცხოვ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ყვე­ლაფ­რის სა­ინ­ტე­რე­სო მხა­რეს აჩ­ვე­ნე­ბენ. ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბი მუდ­მი­ვად სი­კე­თის გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძვი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა გლე­ხე­ბი იყ­ვნენ და არა გმი­რე­ბი. ამ ზღაპ­რებ­ში ყვე­ლა ჩაგ­რუ­ლი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ბო­ლოს სა­კუ­თა­რი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნას ახერ­ხებს. ზღაპ­რებ­ში ჩანს ამ ერის კულ­ტუ­რა, ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი. გო­ნი­ე­რი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი მუდ­მი­ვად იმარ­ჯვებს.

ზღაპრების კითხვისას გიჩნდება ისეთი გრძნობა, თითქოს ძველი დროის შვედეთში მოგზაურობ, ყველა პერსონაჟს ახლოდან ეცნობი და მათი ცხოვრებით ცხოვრობ. ეცნობი აქაურ

კულტურას, იცნობ აქაურ მშრომელ და ერთგულ ხალხს. ზღაპრებში მითოლოგიური პერსონაჟებიც ხშირად ცოცხლდებიან, სწორედ ამიტომ, ამ უცნაური სამყაროთი უფრო მეტად ინტერესდები.

შვედეთში, ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, ზღაპრებში მითოლოგიური პერსონაჟები და რელიგიური სიმბოლოები შეერწყა ერთმანეთს. მაგალითად, ერთ-ერთ ზღაპარში ჯერ კიდევ არსებობენ ტროლები, თუმცა მათ ეკლესიის ზარების ეშინიათ. ამ გავლენის გამო, არამარტო ბავშვებისთვის, უფროსებისთვისაც ძალიან საინტერესო ხდება ეს ზღაპრები. აქაურმა ფოლკლორმა დიდი გავლენა იქონია ძალიან ბევრ ხელოვანზეც.

wignebi

შვედური ზღაპრები, რომლებიც ათეული წლების წინ იყო გამოცემული, გამომცემლობა "პალიტრა L-მა" ხელახლა გამოსცა. მწერალი და შვედური ზღაპრების მთარგმნელი დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია ცოცხალი აღარ არის, მისი ქალიშვილი ლიზა ერისთავი კი დიდი სითბოთი იხსენებს იმ დროს, როცა ქალბატონი დოდო ამ ზღაპრებს თარგმნიდა.

"პირველ რიგში მახსოვს, რომ თარგმნის დაწყებამდე დედა ამ ქვეყნის კულტურასა და ფოლკლორს სიღრმისეულად გაეცნო. უამრავი წყარო მოიძია. უკეთ შეისწავლა ეს ერი და სწორედ ამის შემდეგ შეუდგა ამ ზღაპრების ქართულად გაცოცხლებას. ეს წიგნი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩანს შვედური კულტურა, მათი ხასიათი, ჩვეულებები. ისინი ჩვენთვის შორეულ, სუსხიან გარემოში იზრდებოდნენ. ეს ზღაპრები მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე იქმნებოდა და იქაურ რეალობას ასახავდა. თარგმანიც ძალიან საინტერესოა, ბავშვებისთვის ადაპტირებული სტილია შერჩეული. არ იკარგება ის მთავარი ძაფი, რომელიც ამ ზღაპრებს გასდევს თან და მკითხველამდე სწორედ ასე მიდის. დედა ახერხებდა, რომ კითხვისას გეგრძნო, რომ ეს მარტო ზღაპარი არ არის, ეს იქაური ადამიანების ცხოვრებაა ზღაპრად გადმოცემული," - იხსენებს ლიზა ერისთავი.

შვედური ზღაპრების კრებული უკვე გამოიცა და მკითხველს ელოდება, რათა ჯადოსნურ სამყაროში გაუძღვეს და სუსხიან ჩრდილოეთში მცხოვრები ხალხის ყოველდღიურობა საინტერესო მხრიდან აჩვენოს.

ბეჭდვა