"ხელოვნების ამბავი" - ისტორიები, რომლებიც ხელოვნების გამორჩეულ გულშემატკივრად გაქცევთ
"ხელოვნების ამბავი" - ისტორიები, რომლებიც ხელოვნების გამორჩეულ გულშემატკივრად გაქცევთ
05 აპრილი, 2019 წ.

ხე­ლოვ­ნე­ბა უსა­ზღვროა. უსა­ზღვროა მისი ას­პა­რე­ზი და გან­ვი­თა­რე­ბა. თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გად­მოს­ცე­მენ სა­კუ­თა­რი დრო­ის აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებს, ტკი­ვილ­სა და სი­ხა­რულს. რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ნა­მუ­შევ­რებ­ში, ისე უძ­ვე­ლე­სი დრო­ის ქმნი­ლე­ბებ­შიც, ჩანს კრე­ა­ტი­ვი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, რო­მე­ლიც იმ კონ­კრე­ტუ­ლი ეპო­ქის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ჯაჭ­ვი საკ­მა­ოდ გრძე­ლი და რთუ­ლია. ის უძ­ვე­ლეს დრო­ში და­ი­წყო და უამ­რა­ვი რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და. აღ­ნიშ­ნულ ცვი­ლე­ბებ­სა და სი­ახ­ლე­ებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, უმე­ტე­სად, მტკივ­ნე­უ­ლად იღებ­და, რად­გან გან­ვი­თა­რე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რად ვერ იღე­ბენ. რო­გორც წესი, მისი და­ფა­სე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ ხდე­ბა ხოლ­მე.

ხე­ლოვ­ნე­ბის დი­ა­დი ნახ­ტო­მი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ ას­წლი­ან მო­ნაკ­ვეთ­ში მოხ­და - და­ახ­ლო­ე­ბით ძვ. წ. 520-420 წლებ­ში.

მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლის­თვის ხე­ლო­ვან­თა ძალა და ოს­ტა­ტო­ბა თა­ვად­ხე­ლო­ვან­მაც სრუ­ლად შე­იგ­რძნო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ხში­რად ზე­მო­დან უყუ­რებ­დნენ, რო­გორც ხე­ლოს­ნებს, სნო­ბე­ბი კი აბუ­ჩად იგ­დებ­დნენ, სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იჩენ­და ინ­ტე­რესს ხე­ლო­ვან­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის მი­მართ. ადა­მი­ა­ნე­ბი ადა­რებ­დნენ ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლე­ბის ღირ­სე­ბებს - მრა­ვალ­ნა­ირ მე­თოდს, სტილ­სა და ტრა­დი­ცი­ას, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის ოს­ტა­ტებს ერ­თმა­ნე­თის­გან გა­ნას­ხვა­ვებ­და.

სწო­რედ ამ გაზ­რდილ­მა კონ­კუ­რენ­ცი­ამ სტი­მუ­ლი მის­ცა ხე­ლო­ვა­ნებს, რომ ამაღ­ლე­ბუ­ლი­ყო მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. სწო­რედ ამ მრა­ვა­ფე­როვ­ნე­ბის გამო არის ძვე­ლი ბერ­ძნუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა დღემ­დე მომ­ხიბ­ვლე­ლი. მოხ­დე­ნი­ლო­ბი­თა და სი­ლა­ღით ხა­სი­ათ­დე­ბა იმ პე­რი­ო­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რა, ქან­და­კე­ბა და მხატ­ვრო­ბა.

ასე და­ი­წყო და გან­ვი­თარ­და ხე­ლოვ­ნე­ბა ჯერ კი­დევ ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის პე­რი­ოდ­ში. ეს პრო­ცე­სი დღემ­დე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. სწო­რედ ამ გან­ვა­თა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­სა­ხებ წა­ი­კი­თხავთ ე.ჰ. გომ­ბრი­ხის წიგნ­ში “ხე­ლოვ­ნე­ბის ამ­ბა­ვი”.

“დახ­ვე­წი­ლი გა­ფორ­მე­ბა, ილუსტრა­ცი­ე­ბის დი­დე­ბუ­ლი ფე­რე­ბი და ნა­თე­ლი, სხარ­ტი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ტექ­სტი ერ­თი­ა­ნო­ბა­ში ბრწყინ­ვა­ლე გა­მო­ცე­მას ქმნის. ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, გა­და­ი­კი­თხო და სა­მარ­კო ღვი­ნო­სა­ვით და­ა­გე­მოვ­ნო”, - ასე ახა­სი­ა­თებს წიგნს აშშ-ის ხე­ლოვ­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რი­ის დი­რექ­ტო­რი ჯ. კარ­ტერ ბრა­უ­ნი.

ეს არის მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რი წიგ­ნი ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ თარ­გმნა და გა­მოს­ცა.

ხე­ლოვ­ნე­ბის ამ­ბა­ვი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნია ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ოდეს­მე გა­მო­ცე­მუ­ლა. წიგ­ნის პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი წე­რის ნა­თე­ლი, მარ­ტი­ვი და გულ­წრფე­ლი სტი­ლია.

წიგ­ნის ავ­ტო­რი ერნსტ გომ­ბრი­ხი მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­კო­სია, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და ავ­სტრი­ა­ში, ხოლო 1947 წელს გახ­და ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე და მოღ­ვა­წე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ა­ტა­რა. ის იყო მრა­ვა­ლი კულ­ტუ­რუ­ლი და ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ნა­მუ­შევ­რის შემ­ქმნე­ლი. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა რო­გორც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში.

ე.ჰ. გომ­ბრი­ხის უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნის, „ხე­ლოვ­ნე­ბის ამ­ბა­ვი“ ახა­ლი გა­მო­ცე­მის შე­ძე­ნა მკი­თხველს უკვე შე­უძ­ლია „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში.

 

ელფოსტაბეჭდვა