12 დამაინტრიგებელი დასაწყისი თრილერის მოყვარულებისათვის ანუ წიგნი წიგნებზე
12 დამაინტრიგებელი დასაწყისი თრილერის მოყვარულებისათვის ანუ წიგნი წიგნებზე
27 მარტი, 2019 წ.

დღე­ვან­დელ ქა­ო­სურ რე­ჟიმ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის წიგ­ნის კი­თხვა ერ­თგვა­რი გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბაა. ბევ­რი ჩვენ­გა­ნი არ­ჩევს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბას საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟებ­თან ერ­თად.

თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ზო­გის მგრძნო­ბი­ა­რე, რო­მან­ტი­კუ­ლი ნა­ტუ­რა რო­მა­ნე­ბის კი­თხვით ამ­ჯო­ბი­ნებს თა­ვის შექ­ცე­ვას, ზოგს ფან­ტას­ტი­კის ჟან­რი იტა­ცებს, ზოგ­საც თრი­ლე­რის და­ძა­ბუ­ლი, მძაფ­რი სი­უ­ჟე­ტი ხიბ­ლავს.

სა­ში­ში, ჩახ­ლარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი და მის­ტი­კა, რო­მე­ლიც თრი­ლე­რის ჟან­რის წიგ­ნებს გას­დევს, გვა­ინ­ტრი­გებს და ინ­ტე­რესს გვიმ­ძაფ­რებს. თი­თო­ე­უ­ლი გვერ­დი თით­ქოს გზაა მო­უ­ლოდ­ნელ ფი­ნი­შამ­დე, რო­მელ­საც დიდი მო­ლო­დი­ნით ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით.

მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მკი­თხვე­ლი­სათ­ვის გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ს“ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე აქვს. იგი გვთა­ვა­ზობს წიგნ - თრე­ი­ლერს, ერ­თგვარ კა­ტა­ლოგს, რო­მე­ლიც თრი­ლე­რის მოყ­ვა­რუ­ლებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას უმარ­ტი­ვებს.

c

წიგ­ნი-კა­ტა­ლო­გი მკი­თხველს, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, აარ­ჩი­ოს სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი „ტოპ თრი­ლე­რის“ სე­რი­ი­დან და შე­ი­ძი­ნოს იგი ფას­დაკ­ლე­ბით. კა­ტა­ლოგ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სე­რია „ტოპ თრი­ლე­რის“ 12 წიგ­ნის და­სა­წყი­სი რამ­დე­ნი­მე თავი და რაც მთა­ვა­რია, ამ თორ­მე­ტი­ვე თრი­ლე­რის ფას­დაკ­ლე­ბის კუ­პო­ნი.

აქ შე­დის ისე­თი ჩამ­თრე­ვი და და­ძა­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტის მქო­ნე წიგ­ნე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა გი­ლი­ან ფლი­ნის „გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქალი“; უოტ­სო­ნის „სა­ნამ და­ვი­ძი­ნებ“; ასე­ვე, სტი­ვენ კინ­გის, იუ ნეს­ბო­სა და რო­ბერტ გელბ­რე­ი­თის იგი­ვე, ჯოან რო­უ­ლინ­გის თრი­ლე­რე­ბი.

იმი­სათ­ვის, რომ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნე­ბი ფას­დაკ­ლე­ბით შე­ი­ძი­ნოთ, საკ­მა­რი­სია, ამოჭ­რათ კუ­პო­ნი და წა­რად­გი­ნოთ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში.

თრი­ლე­რის მოყ­ვა­რუ­ლი მკი­თხვე­ლე­ბი­სათ­ვის ეს კა­ტა­ლო­გი სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია. მით უმე­ტეს, რომ წიგნ­ში შე­სუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბის კუ­პო­ნე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მე­გობ­რე­ბის­თვი­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ელფოსტაბეჭდვა