მეფე, რომელმაც „სიბრძნე-გონიერებითა და ცოდნით დაიმორჩილა მთელი საქართველო“
მეფე, რომელმაც „სიბრძნე-გონიერებითა და ცოდნით დაიმორჩილა მთელი საქართველო“
26 მარტი, 2019 წ.

ეპო­ქის სულს ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი გან­სა­ზღვრა­ვენ... პი­როვ­ნე­ბის პი­რა­დი თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას შე­უძ­ლია, რო­გორც აა­ღორ­ძი­ნოს, გა­აძ­ლი­ე­როს ერი, ასე­ვე - უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­ფეა გი­ორ­გი V, „ბრწყინ­ვა­ლედ“ წო­დე­ბუ­ლი. ის იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი პო­ლი­ტი­კო­სი. შეძ­ლო და და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო ისევ ერთ სა­ზღვრებ­ში მო­აქ­ცია. და­ას­რუ­ლა მონ­ღოლ­თა ბა­ტო­ნო­ბა, შიდა და­პი­რის­პი­რე­ბებს გა­უმკლავ­და, მოჭ­რა ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტა „გი­ორ­გა­უ­ლი თეთ­რი“ და ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რა და­სავ­ლეთ­თან.

გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე იყო მეფე, რო­მელ­საც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა ჩა­ბარ­და ხელთ, თუმ­ცა გო­ნივ­რუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით მან შეს­ძლო მტრის­გან აოხ­რე­ბუ­ლი სამ­შობ­ლო ფეხ­ზე დე­ყე­ნე­ბი­ნა. მონ­ღოლ­თა მთა­ვარ ვე­ზირ­თან, ჩო­ბან ნო­ინ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თი­ერ­თო­ბის და­ჭე­რით შეს­ძლო და ჯერ თით­ქმის გაწ­მინ­და მონ­ღო­ლე­ბის­გან ქვე­ყა­ნა, ხოლო შემ­დეგ, ვე­ზი­რის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ და­ას­რუ­ლა მათი სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ბა­ტო­ნო­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მონ­ღო­ლე­ბის ბა­ტო­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში, მონ­ღო­ლუ­რი ფუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, გი­ორ­გი მე­ფემ მო­აჭ­რე­ვი­ნა ვერ­ცხლის მო­ნე­ტა, რო­მელ­საც „გი­ორ­გა­ულ თეთ­რს“ უწო­დე­ბენ. 1329 წელს გი­ორ­გიმ შე­მო­ი­ერ­თა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო, ხოლო 1334 წელს სამ­ცხის ათა­ბა­გო­ბა უბო­ძა და ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი და­ა­დე­ბი­ნა სარ­გი­სის შვილ ყვარ­ყვა­რეს. ასე მო­ა­ხერ­ხა მთე­ლი ქვეყ­ნის ხე­ლახ­ლა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. 1335 წელს მან მონ­ღო­ლებ­საც შე­უ­წყვი­ტა ხარ­კი და მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი სრუ­ლი­ად აიღო ხელ­ში.

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია იე­რუ­სა­ლიმ­ში არ­სე­ბულ ქარ­თველ­თა ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს. ჯერ კი­დევ 1316 წელს, როცა თვი­თონ გი­ორ­გი VI-ის მე­ურ­ვედ ით­ვლე­ბო­და გაგ­ზავ­ნა პირ­ვე­ლი ელ­ჩო­ბა ეგ­ვიპ­ტის სა­სულ­თნო­ში. 1320 წელს მე­ო­რე ელ­ჩო­ბის შემ­დეგ სულ­თან­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მისი თხოვ­ნა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ქარ­თვე­ლებს ქრის­ტეს საფ­ლა­ვის კლი­ტე­ე­ბი და­უბ­რუ­ნა, ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბის ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხყმყო­ფე­ლი წე­სიც გა­ა­უქ­მა, მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ხარ­კის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ნება დარ­თო გაშ­ლი­ლი დრო­შე­ბით შე­სუ­ლიყ­ვნენ იე­რუ­სა­ლიმ­ში.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ კურ­სი მე­ფეს მუ­დამ და­სავ­ლე­თის­კენ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. მან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ჭი­რა რო­მის პა­პთან, იო­ა­ნე XXII-თან. სმირ­ნი­დან თბი­ლის­ში სა­ე­პის­კო­პო კა­თედ­რაც, სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­და­ი­ტა­ნეს. ჩვენს მე­ფეს საფ­რან­გე­თის მმარ­თველ ფი­ლი­პე VI-თა­ნაც ჰქონ­და მი­მო­წე­რა. გი­ორ­გი ფი­ლი­პეს დახ­მა­რე­ბას ჰპირ­დე­ბო­და 30 000-იანი ლაშ­ქა­რით სი­რია-პა­ლეს­ტი­ნის წმინ­და მი­წე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად ბრძო­ლა­ში.

გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე არა­მარ­ტო სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას წარ­მარ­თავ­და წარ­მა­ტე­ბით, არა­მედ სა­ში­ნაო პრობ­ლე­მებ­საც არ უშინ­დე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია „ძეგლის­დე­ბა“, მთი­ე­ლე­ბის­თვის შექ­მნი­ლი კა­ნონ­თა კრე­ბუ­ლი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ისი­ნი ხში­რად ებ­რძოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს და იწ­ვევ­დნენ ქვე­ყა­ნა­ში ში­ნა­აშ­ლი­ლო­ბას, სა­ჭი­რო გახ­და რა­მე­ნა­ი­რად ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა. გი­ორ­გი მე­ფემ ამ­ჯე­რად ამ კა­ნონ­თა კრე­ბუ­ლით შეძ­ლო ზედ­მე­ტი სის­ხლისღვრა აე­რი­დე­ბი­ნა თა­ვი­დან.

d

სა­ქარ­თვე­ლოს დი­დე­ბულ მე­ფე­ზე, გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლე­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ ახა­ლი ტო­მი­დან შე­გეძ­ლე­ბათ. 25 მარ­ტი­დან სე­რი­ას დიპ­ლო­მა­ტი მე­ფის - „გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლის“ ის­ტო­რია შე­ე­მა­ტა. შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის წერ­ტი­ლებ­ში. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 5.50, გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად კი 7 ლა­რია.

ელფოსტაბეჭდვა