თბილისიდან ტფილისამდე და პირიქით - ფოტოალბომი, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა დროში გამოგზაურებთ
თბილისიდან ტფილისამდე და პირიქით - ფოტოალბომი, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა დროში გამოგზაურებთ
22 თებერვალი, 2019 წ.

"თბი­ლი­სი - ტფი­ლი­სი" - ეს ფო­ტო­ალ­ბო­მი ფრან­გი ფო­ტოგ­რა­ფი­სა და ქარ­თვე­ლი არტ-პრო­დუ­სე­რის სა­ერ­თო ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მე­ლიც ძველ თბი­ლის­ში გა­მოგ­ზა­უ­რებთ და თა­ნა­მედ­რო­ვე და ძვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ერ­თმა­ნეთ­თან შე­და­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ.

წიგ­ნის იდე­ის ავ­ტო­რის, ფრან­გი ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნის ორე­ლი­ენ ვი­ლე­ტის ნა­მუ­შევ­რის მეშ­ვე­ო­ბით, თქვენს სა­ცხოვ­რე­ბელ უბანს სულ სხვა­ნა­ი­რად შე­ხე­დავთ, მის ის­ტო­რი­ას უფრო ღრმად გა­ეც­ნო­ბით. ფო­ტოგ­რაფ­მა ის უმ­ცი­რე­სი დე­ტა­ლე­ბიც დიდი დაკ­ვირ­ვე­ბით ასა­ხა, რაც ხში­რად, აღ­ქმა­დი არ არის ხოლ­მე.

ორე­ლი­ენ ვი­ლე­ტი და არტ პრო­დი­უ­სე­რი დალი უბი­ლა­ვა დე-გრა­ა­ფი ძვე­ლი თბი­ლი­სის კარს სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი­დან გვიხ­სნი­ან, გვაჩ­ვე­ნე­ბენ მათ არ­ქი­ტექ­ტუ­რას, იმ დამ­ღას, რო­მე­ლიც მათ დრომ და­ას­ვა; გვაჩ­ვე­ნე­ბენ თბი­ლი­სის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­ხეს, რო­მე­ლიც რო­გორც მის გან­ვი­თა­რე­ბას, ისე ნგრე­ვის ეპო­ქას ასა­ხავს.

ფო­ტო­ხე­ლო­ვან­მა თა­ვის ობი­ექ­ტივ­ში, რო­გორც სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი და ეზო­ე­ბი, ისე სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი, სი­ო­ნის ტა­ძა­რი, სი­ნა­გო­გა, მე­ჩე­თი, მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლე, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი, სა­სა­მარ­თლო, მწე­რალ­თა სახ­ლი, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლიც კი აღ­ბეჭ­და. წიგნ-ფო­ტო­ამ­ბავ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ავ­ტო­რებ­მა ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თეს, რის შე­სა­ხე­ბაც შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი Ambebi.ge-ს გა­უ­ზი­ა­რეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თბი­ლი­სის ფო­ტო­ამ­ბის ავ­ტო­რი გა­მოც­დი­ლი ფო­ტოგ­რა­ფია, რო­მელ­მაც უკვე 40-მდე ქვე­ყა­ნა მო­ი­ნა­ხუ­ლა და მათი ის­ტო­რია გა­და­ი­ღო. ეს ორი­ე­ლი­ენ ვი­ლე­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, ცოტა ხნის წინ, მან სა­კუ­თარ ფირ­ზე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თიც აღ­ბეჭ­და და მთე­ლი მისი მი­ტო­ვე­ბუ­ლო­ბი­სა და მო­უვ­ლე­ლო­ბის სევ­და ულა­მა­ზე­სი ფო­ტო­მა­სა­ლით წარ­მო­ა­ჩი­ნა.

ორე­ლი­ე­ნი იხ­სე­ნებს, რომ თბი­ლი­სი, პირ­ვე­ლად, 2013 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნა. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ მას შემ­დეგ დე­და­ქა­ლაქ­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. ამ ცვლი­ლე­ბე­ბის და­ნახ­ვა თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის შე­და­რე­ბით რთუ­ლია, რად­გან მათი თვა­ლი ამ სივ­რცეს ძა­ლი­ან შე­ეჩ­ვია. მისი გა­მოც­დი­ლე­ბის მან­ძილ­ზე ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ქა­ლა­ქის ასე­თი სწრა­ფი ცვლი­ლე­ბის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა. "რა­ღა­ცე­ბი მი­დი­ან, რა­ღა­ცე­ბი იც­ვლე­ბი­ან, რა­ღა­ცე­ბი კი იბა­დე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნა ორე­ლი­ენ­მა.

"თბი­ლი­სი ყო­ველ­თვის იყო უამ­რა­ვი გავ­ლე­ნის ქვეშ და ეს ბოლო ათწლე­უ­ლიც ვერ გა­ექ­ცა ამ ის­ტო­რი­ას. ეს გან­ვი­თა­რე­ბა არ ხდე­ბა კი­თხვე­ბის გა­რე­შე, რა მო­უ­ვათ ძველ სახ­ლებს, ძვე­ლი ად­გი­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბას, გარ­კვე­ულ უბ­ნებს? რო­გორ მო­ერ­გე­ბი­ან ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი ძველ გა­რე­მოს? რო­გორ გა­და­წყდე­ბა ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა საგ­ზაო სის­ტე­მა? ეს არის ის უზარ­მა­ზა­რი სა­კი­თხე­ბი რომ­ლე­ბიც თბი­ლის­შია აქ­ტუ­ა­ლუ­რი და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რას მისი ტო­პოგ­რა­ფი­აც ვერ უწყობს ხელს", -აღ­ნიშ­ნა ფრან­გმა ფო­ტოგ­რაფ­მა.

მან თა­ვის ნა­მუ­შევ­რებ­ში სწო­რედ ეს ძვე­ლი­სა და ახ­ლის კონ­ტრას­ტი აღ­ბეჭ­და და ეცა­და, ჩვენ­თვის, რო­გორც თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ სწრა­ფი ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში შე­საძ­ლოა, ქა­ლა­ქის­თვის ღი­რე­ბუ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი იერ­სა­ხე, უბ­რა­ლოდ, და­ი­კარ­გოს. ფო­ტოგ­რა­ფი მი­იჩ­ნევს, რომ ის, რაც დე­და­ქა­ლაქ­ში ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლია და გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ის­ტო­რი­ას მოგ­ვი­თხრობს, უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ამის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ კი თბი­ლი­სის ძვე­ლი უბ­ნე­ბი შთამ­ბეჭ­დავ ფო­ტო­ალ­ბო­მად აქ­ცია.

შე­კი­თხვა­ზე, ჩვენ­თვის, რო­გორც ამ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ­თათ­ვის, წიგ­ნი - ფო­ტო­ამ­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას თბი­ლი­სის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის შე­საც­ნო­ბად, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ორე­ლი­ე­ნი პა­სუ­ხობს, თა­ვი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბით უნ­დო­და, წარ­მო­ე­ჩი­ნა, რო­გორც ის ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თით­ქმის აღარ არ­სე­ბობს, ისე ის სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­ის მსვლე­ლო­ბას­თან ერ­თად, უბ­რა­ლოდ გაქ­რა.

"მი­მაჩ­ნია, რომ ამ შე­ნო­ბე­ბის­გან, ამ გა­რე­მოს­გან დის­ტან­ცი­რე­ბა, მათი და­ვი­წყე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბას ნიშ­ნავს. ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ჩემს ფიქ­რებს პირ­და­პირ ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ, სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ი­სა და ევო­ლუ­ცი­ის­კენ მი­მარ­თავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მე წიგ­ნის­თვის გა­და­ვი­ღე სა­ბო­ლოო ვერ­სი­ას არ წარ­მო­ად­გე­ნენ. წიგნ­ში მო­ცე­მუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, რა იდე­ებ­ზეც წი­ნას­წარ ვფიქ­რობ­დი დ აამ პა­ტა­რა გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში გან­ვი­ხი­ლავ­დი (განხსვა­ვე­ბუ­ლო­ბა, ის­ტო­რია და ა.შ). სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და ყვე­ლა იმ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი მი­სა­მარ­თის, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა, რო­მელ­თა წიგნ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბაც არ ხერ­ხდე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა ორე­ლი­ენ ვი­ლეტ­მა.

იმის გამო, რომ ფო­ტოგ­რა­ფი თა­ვის ბევრ ნა­მუ­შე­ვარს "ვერ შე­ე­ლია", არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ისი­ნი მო­მა­ვალ გა­მო­ცე­მა­შიც კი მოხ­ვდნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ფრან­გი ფო­ტოგ­რა­ფის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი თბი­ლი­სის კი­დევ ერთი ნა­წი­ლიც შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ.

თბი­ლი­სის ფო­ტო­ამ­ბავ­ზე მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ფრან­გმა ფო­ტოგ­რაფ­მა სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი იმ ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ გაგ­ვი­ზი­ა­რა, რომ­ლებ­მაც მას­ში ყვე­ლა­ზე დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

gvg

პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია და ძვე­ლი თბი­ლი­სი - ეს ის ად­გი­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც ორე­ლი­ენ ვი­ლეტს ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ე­წო­ნა. წიგნ­შიც, ეს შე­ნო­ბე­ბი და უბ­ნე­ბი სწო­რედ ისეა წარ­მო­ჩე­ნი­ლი, რო­გორც ფო­ტოგ­რაფ­მა Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­წე­რა.

"შთამ­ბეჭ­და­ვი იყო პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­დაც დიდი სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბაზ­ში წიგ­ნე­ბის თა­რო­ებს შო­რის სი­ჩუ­მე სუ­ფევს. ამ ოთა­ხი­დან პირ­და­პირ ეზო­ში გა­დი­ხარ, ეს გა­რე­მო კი ტარ­კოვ­სკის ფილ­მებს მახ­სე­ნებს. წიგ­ნე­ბი მიყ­ვარს და ამ სივ­რცე­ში აღ­მო­ჩე­ნა პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში ყოფ­ნას გავს. ის გა­ფორ­მე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბით, დარ­ბა­ზი კი სავ­სეა წიგ­ნე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად, თით­ქოს წარ­სუ­ლის მოგ­ზა­უ­რო­ბას ჰგავ­და. მიყ­ვარს ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლე­ვენ", - აღ­ნიშ­ნავს ორე­ლი­ე­ნი.

ფრან­გმა ფო­ტოგ­რაფ­მა ნა­მუ­შევ­რებ­ზე სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სარ­კე­ე­ბი­ა­ნი დარ­ბა­ზიც აღ­ბეჭ­და, ყვე­ლა­ზე დიდი ყუ­რა­დღე­ბა კი სა­ღე­ბა­ვე­ბის ქვეშ შე­მა­ლულ ორ­ნა­მენ­ტებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, შე­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას უს­ვამს ხაზს.

"ჩემს ფო­ტო­ებ­ში რო­გორც გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი, ისე წარ­სუ­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად არის წარ­მო­ჩე­ნი­ლი. კი­დევ ერთი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ქა­ლა­ქის ძვე­ლი ნა­წი­ლია. აქ ჯერ კი­დევ არის ტი­პუ­რი ხის აივ­ნე­ბის ხიბ­ლი, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია მე-19 სა­უ­კუ­ნის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლი, რო­მე­ლიც შე­ნო­ბებ­ში შე­მა­ლულ, მან­ქა­ნე­ბით სავ­სე ქუ­ჩებს მო­ი­ცავს”, - აღ­ნიშ­ნა ორე­ლი­ენ ვი­ლეტ­მა.

kb

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორე­ლი­ენ ვი­ლე­ტი ცნო­ბი­ლი ფრან­გი ფო­ტოგ­რა­ფია, რო­მელ­საც არა­ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ პრო­ექ­ტზე აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი, აღ­ნიშ­ნავს, რომ ფო­ტო­ამ­ბავ­ზე მუ­შა­ო­ბა იმა­ზე უფრო მეტი იყო, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ გა­მოც­დი­ლე­ბა.

"წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას არ გუ­ლის­ხმობ­და. ეს იყო თი­თო­ე­უ­ლი ად­გი­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნახ­ვა, მისი შეც­ნო­ბა, სი­ახ­ლე­ე­ბის შეგ­რძნე­ბა, ემო­ცი­ე­ბის აღ­ქმა და ევო­ლუ­ცი­ის მი­მართ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ში­შის და­ნახ­ვა. როცა ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნე­ბი და­ვი­სა­ხე, არ მი­ფიქ­რია, რომ მათი შეს­რუ­ლე­ბი­სას ამ­დენ რა­მეს შე­ვი­ტყობ­დი და ასეთ სიღ­მე­ებ­ში წა­ვი­დო­დი: არ­ქი­ტექ­ტუ­რა, მათი სპონ­სო­რე­ბი, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, მსხვერ­პლი და ცვლი­ლე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი პრო­ექ­ტი სწო­რედ თბი­ლის­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე და ვი­მე­დოვ­ნებ, მსგავ­სი სა­შუ­ა­ლე­ბა სხვა ქა­ლა­ქებ­შიც მო­მე­ცე­მა", - აღ­ნიშ­ნა ორე­ლი­ენ ვი­ლეტ­მა.

ფო­ტო­ამ­ბავ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი AMBEBI.GE-ს დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­აფ­მაც გა­უ­ზი­ა­რა. რო­გორც არტ-პრო­დუ­სე­რი იხ­სე­ნებს, რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ ორე­ლი­ენ ვი­ლე­ტის შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდა, რომ ალ­ბომ­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ე­წყოთ. შე­თან­ხმე­ბას 2017 წელს მი­აღ­წი­ეს, უამ­რა­ვი ფო­ტო­სე­სი­ი­სა და დიდი ოდე­ნო­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბის შემ­დეგ კი მუ­შა­ო­ბა თით­ქმის ორი წლის შემ­დეგ და­ას­რუ­ლეს.

„თბი­ლის­ზე უამ­რა­ვი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ალ­ბო­მია შექ­მნი­ლი. ვფიქ­რობ, ეს ალ­ბო­მი მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია, სპე­ცი­ფი­უ­რია, უნი­კა­ლუ­რია. რამ­დე­ნი­მე თა­ვი­სე­ბუ­რა­ბეს გა­მოვ­ყოფ­დი მა­ნამ­დე კი გა­ვი­მე­ო­რებ ერთი კომ­პე­ტენ­ტუ­რი უცხო­ე­ლი კო­ლე­გის აზრს: „ესაა ალ­ბო­მი მაგ­ნი­ტი, რო­მე­ლიც ხელ­ში აღე­ბის­თა­ნა­ვე გი­ზი­დავს და გიხ­მობს, რომ სას­წრა­ფოდ გა­და­დო ყვე­ლა საქ­მე და ეს­ტუმ­რო ამ მა­გი­ურ ქა­ლაქ თბი­ლისს“. ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არაა, თუ ფო­ტო­ალ­ბო­მი თუ ასეთ გან­წყო­ბას აღ­ძრავს პუბ­ლი­კა­ში - ესე იგი, მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია“, -აღ­ნიშ­ნა დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­აფ­მა.
f

არტ-პრო­დუ­სე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ფოტო მხო­ლოდ ამ ფო­ტო­ალ­ბო­მის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი და ჯერ არ­სად არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, - “იგი­ვე ით­ქმის ტექ­სტობ­რივ მხა­რე­ზეც, რო­მე­ლიც არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლი­ტე­რა­ტო­რის, თა­მარ შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლის მიერ მოკ­ლედ, სა­ინ­ტე­რე­სოდ გად­მო­ცე­მუ­ლი და იმ ეპო­ქის სურ­ნე­ლით გა­ჯე­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა ის­ტო­რი­ე­ბი.

კი­დევ ერთი დე­ტა­ლი, რაც ამ­ჯე­რად ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ძა­ლი­ან პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია "ემიგ­რან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" მი­მარ­თუ­ლე­ბით, ესაა კი­დევ ერთი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი­სა, მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში”, - გან­მარ­ტა დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­აფ­მა, რო­მე­ლიც უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია ჰო­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს და იქ საქ­მი­ა­ნობს.

დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­ა­ფის თქმით, მის­თვის მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი უაღ­რე­სად რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, სა­ბო­ლო­ოდ კი, ფო­ტო­ალ­ბო­მის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა გა­მო­ი­ხა­ტა ის­ტო­რი­ე­ბის, ფე­რე­ბის, ხა­სი­ა­თი­სა და სხვა­დას­ხვა სტი­ლის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში.

„აღ­მო­ჩე­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, მი­ხა­რია რომ ამ პრო­ექ­ტმა - ფო­ტო­ალ­ბომ­მა "ტფი­ლი­სი-თბი­ლი­სი" ერთ "ჭერ­ქვეშ" გა­ა­ერ­თი­ა­ნა არა მხო­ლოდ სხვა­დას­ხვა ეპო­ქის და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ათე­უ­ლო­ბით სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა სტი­ლის, იტო­რი­ის მქო­ნე შე­ნო­ბე­ბი, არა­მედ დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნის 10-იან წლებ­ში, ამ შე­ნო­ბე­ბის კედ­ლებ­ში მოღ­ვა­წე თუ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო, კო­მერ­ცი­უ­ლი თუ არა­კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. უკან რომ გა­ვი­ხე­დავ თვალ­წინ კი­ნო­ფი­რი­ვით მიტ­რი­ა­ლებს ამ პრო­ექ­ტში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სახე, კე­თილ­გან­წყო­ბა, ენ­თუ­ზი­აზ­მი”, - აღ­ნიშ­ნავს წიგ­ნის ერთ-ერთი ავ­ტო­რი.

ინა­ხავს თუ არა ეს წიგ­ნი - ფო­ტო­ალ­ბო­მი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ას?

ამ კი­თხვა­ზე დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­ა­ფიც ორე­ლი­ენ ვი­ლე­ტის მსგავ­სად პა­სუ­ხობს, რომ დიახ, ეს იყო ქა­ლა­ქის კი­დევ ერთხელ აღ­მო­ჩე­ნა და მისი თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის შთამ­ბეჭ­და­ვად წარ­მო­ჩე­ნა.

„ღრმად მჯე­რა, რომ თბი­ლის­ზე, მის მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე, ხა­სი­ათ­სა და უნი­კა­ლუ­რო­ბა­ზე გა­მო­ცე­მულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ჩვე­ნი ფო­ტო­ალ­ბო­მი თა­ვის ნი­შას და­ი­კა­ვებს. მეტ­საც გა­გან­დობთ, რომ ფო­ტო­ალ­ბომს უკვე ელო­დე­ბა სა­კუ­თა­რი ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი ჰო­ლან­დი­ის და საფ­რან­გე­თის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში. მსოფ­ლი­ოს ქა­ლა­ქებ­ზე წიგ­ნე­ბის კა­ტა­ლო­გებს ამ­ჯე­რად "ტფი­ლი­სი-თბი­ლი­სიც" შე­ე­მა­ტე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა მან.

დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­ა­ფის, ორე­ლი­ენ ვი­ლე­ტის, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ისა და თბი­ლის­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სხვა ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თარ ქა­ლაქ­ში ტუ­რის­ტე­ბის ჯგუფ­თან შე­რე­ვა და იმ ად­გი­ლე­ბი­სა და შე­ნო­ბე­ბის თა­ვი­დან აღ­მო­ჩე­ნა თქვენც მო­ი­სურ­ვოთ, რო­მელ­საც ხან­და­ხან გულ­გრი­ლად ჩა­უვ­ლი­დით-ხოლ­მე, თით­ქოს მათ შე­სა­ხებ ახალს ვე­რა­ფერს შე­იც­ნობ­დით.

 

ელფოსტაბეჭდვა