"მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები"- მოგზაურობა დროსა და სივრცეში
"მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები"- მოგზაურობა დროსა და სივრცეში
18 მარტი, 2019 წ.

21 მარ­ტი­დან ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად ორ კვი­რა­ში ერთხელ გა­მო­ვა "მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ზღაპ­რე­ბი", რო­მე­ლიც მკი­თხველს მსოფ­ლი­ოს ხალ­ხე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ტრა­დი­ცი­ებ­სა და ფოლკ­ლორ­ში ამოგ­ზა­უ­რებს. ამ ახა­ლი სე­რი­ით გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L“ ეხ­მი­ა­ნე­ბა მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რეს­სა და სურ­ვილს, ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დეს სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რი­სა და ჩვე­უ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ხალ­ხე­ბის სიბ­რძნე­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთელ მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მის სა­ხით ვრცელ­დე­ბო­და.

„მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ხალ­ხის ზღაპ­რე­ბი, თქმუ­ლე­ბე­ბი, იგა­ვე­ბი, ბა­ლა­დე­ბი მკი­თხველ­თა ყვე­ლა თა­ო­ბის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი იყო და რჩე­ბა დღემ­დე. ეს ერ­თგვა­რი კულ­ტუ­რუ­ლი რე­ლიკ­ვი­აა, რო­მე­ლიც მი­მობ­ნე­უ­ლია სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მა­ში, არ­ქი­ვებ­სა და სა­ცა­ვებ­ში. დღეს ამ­გვა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღარ არ­სე­ბობს და, შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თგვა­რი სი­ცა­რი­ე­ლეა ამ მხრივ წიგ­ნის ბა­ზარ­ზეც. ამის შე­სა­ხებ გა­მუდ­მე­ბით გვწერ­დნენ მკი­თხვე­ლე­ბიც და სწო­რედ ამან დაგ­ვა­ფიქ­რა ახა­ლი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სე­რი­ის შექ­მნა­ზე.

ამ იდე­ის ხორ­ცშეს­ხმას არ­ცთუ მცი­რე შრო­მა დას­ჭირ­და. და­ვი­წყეთ მო­ძი­ე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მის­თვის თუ პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სის გამო უმუ­შა­ვი­ათ ამ ლი­ტე­რა­ტუ­რის შემ­ცველ წყა­რო­ებ­ზე, უთარ­გმნი­ათ ან და­უ­მუ­შა­ვე­ბი­ათ მსგავ­სი ტექ­სტე­ბი. ჩვე­ნი რე­დაქ­ტო­რე­ბი გულ­დას­მით არ­ჩე­ვენ და ახა­რის­ხე­ბენ ამ ტექ­სტებს, რათა ჩვე­ნი ახა­ლი სე­რია თა­ნაბ­რად სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, რო­გორც უფ­რო­სი თა­ო­ბის, ისე ახალ­გაზ­რდა და მო­ზარ­დი მკი­თხვე­ლის­თვის,” - ყვე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი ანა კო­პა­ძე.

რო­გორც ანა აღ­ნიშ­ნავს, სე­რი­ა­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის ყდებ­ზე და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი ხალ­ხის კულ­ტუ­რის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად, კრე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი ტო­მის "ასუ­რუ­ლი ზღაპ­რე­ბის" ყდა­ზე ძვე­ლა­სუ­რუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. შვე­დუ­რი ზღაპ­რე­ბის, რო­მელ­საც ასე­ვე მალე მი­ი­ღებს მკი­თხვე­ლი, ყდა შვე­დე­თის დრო­შის ფერი იქ­ნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი" ორ ტო­მად გა­მო­ი­ცე­მა.

 

ელფოსტაბეჭდვა