"შულამელი გოგონები" და "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" - წიგნები, რომლებსაც მკითხველი დიდ ხანს ელოდა
"შულამელი გოგონები" და "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" - წიგნები, რომლებსაც მკითხველი დიდ ხანს ელოდა
04 თებერვალი, 2019 წ.

23 იან­ვარს "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში კონ­კურ­სის - „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის, გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძი­სა და ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის წიგ­ნე­ბის წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თა.
„შუ­ლა­მელ გო­გო­ნებ­სა“ და „შვიდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბას“ მკი­თხვე­ლი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ყიდ­ვა­ში ჩაშ­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჰყავს, რა­საც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ავ­ტო­რე­ბის­თვის უც­ნო­ბი სტუმ­რე­ბის სიმ­რავ­ლეც მოწ­მობ­და. რო­გორც დე­ბი­უ­ტან­ტი მწერ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ავ­ტოგ­რა­ფე­ბის და­რი­გე­ბა და მკი­თხვე­ლის გაც­ნო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი პრო­ცე­სი იყო.

wignebi

გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძის „შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი“, კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, ხალ­ხის რჩე­უ­ლი 9 ათას­ზე მეტი უნი­კა­ლუ­რი ხმით გახ­და. წიგ­ნი პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ჟი­უ­რის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, მწე­რალ­მა, თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვილ­მა და წიგ­ნის ყდის დი­ზა­ი­ნერ­მა, მხატ­ვარ­მა მაკა ზე­დე­ლაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნეს.

wignebi

„პა­ლიტ­რა L -ის კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ახალ­გაზ­რდა შე­მოქ­მე­დებს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლის სივ­რცის ნა­წილ­ნი გახ­დნენ, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამავდრო­უ­ლად, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა. ამა­ღელ­ვე­ბე­ლია შეგ­რძნე­ბა, რო­დე­საც შენი პირ­ვე­ლი წიგ­ნი იბეჭ­დე­ბა. აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ის ახლა მკი­თხვე­ლის ხელ­შია, მისი სა­კუთ­რე­ბაა... წა­ი­კი­თხა­ვენ, გა­ე­ღი­მე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა ცრემ­ლიც მო­ად­გეთ, ეწყი­ნოთ, გაბ­რაზ­დნენ... მე, რო­გორც ავ­ტო­რი, მზად ვარ მათი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი გავ­ხდე. ეს მაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ რისი თქმაც მათ­თვის მინ­დო­და, ვთქვი.“ - გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე.

wignebi

„როცა დე­ბი­უ­ტან­ტი ავ­ტო­რი წერს პირ­ველ წიგნს - რო­მანს, ეს დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. მას სჭირ­დე­ბა სულ სხვა გამ­ბე­და­ო­ბა. ავ­ტო­რი მოგ­ვი­თხრობს სხვა­დას­ხვა ქალ­ზე, მოგ­ვი­თხრობს თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე, სხვებ­ზე და ამა­ვე დროს, ეს არის მისი გო­ნებ­რი­ვი და ემო­ცი­უ­რი ჭრი­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი. რო­მან­ში სამი სხვა­დას­ხვა ქა­ლია, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სიღ­რმი­დან იმა­თი ხმა უერ­თდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ლეს ხმას და იქ­მნე­ბა ერ­თგვა­რი სა­მა­ია, კომ­პო­ზი­ცი­უ­რად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, დრა­მა­ტურ­გი­უ­ლა­დაც, პირ­ვე­ლი წიგ­ნის­თვის არის ძა­ლი­ან ოს­ტა­ტუ­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნაშ­რო­მი.“ - თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი

ხალ­ხის რჩე­უ­ლის, ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ კი, რო­მელ­მაც 10 000-ზე მეტი ხმა მი­ი­ღო, სტუმ­რებს ჟი­უ­რის წევ­რმა და ლი­ტე­რა­ტორ­მა, ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა და მწე­რალ­მა ელის დოჯ­სონ­მა წა­რუდ­გი­ნეს.

wignebi

ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი­სა და მისი წიგ­ნის შე­სა­ხებ ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი marao.ge-საც ესა­უბ­რა. კრი­ტი­კოს­მა ახალ­ბე­და მწე­რალს თხრო­ბის სტი­ლი შე­უ­ქო და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ნა­წარ­მო­ე­ბი სუ­ლაც არ ჰგავს დე­ბი­უ­ტან­ტის ნა­წერს. ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ უს­კარ უა­ილ­დის „დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრეტ­საც“ შე­ა­და­რა, თუმ­ცა გან­მარ­ტა, რომ ნი­კო­ლო­ზი არც ერთი მწერ­ლის გზას არ მიჰ­ყვე­ბა და სწო­რედ ამი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი:

„ნი­კო­ლოზს მწერ­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ვერ შე­ვა­ფა­სებთ, რად­გან ეს მისი სა­დე­ბი­უ­ტო ნა­წარ­მო­ე­ბია, თუმ­ცა, რო­გორც წიგნ­მა აჩ­ვე­ნა, მას აქვს საკ­მა­რი­სი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და თუ ამ გზას გა­უყ­ვე­ბა და მთლი­ა­ნად თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში არ ჩა­ი­კარ­გე­ბა, წარ­მა­ტე­ბულ მწერ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა. თვი­თო­ნაც, უთ­ქვამს, შე­იძ­ლე­ბა ექი­მო­ბამ წე­რა­ში ხელი შე­მი­შა­ლო­სო, მაგ­რამ არამ­გო­ნია. ლი­ტე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან ბერვ კარგ მწე­რალს იც­ნობს, რომ­ლებ­მაც ამ უკა­ნას­კნე­ლი­სა და მე­დი­ცი­ნის შე­თავ­სე­ბა შეძ­ლეს. ამა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად ჩე­ხო­ვის მა­გა­ლი­თიც საკ­მა­რი­სია.ნი­კო­ლო­ზის თხრო­ბის დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რა, სტი­ლის­ტი­კა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დე­ტა­ლე­ბი და სხვა უამ­რა­ვი წვრილ­მა­ნი გვა­ვი­წყებს, რომ „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ ავ­ტო­რის პირ­ვე­ლი წიგ­ნია და გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ გა­მოც­დი­ლი მწერ­ლის ნა­წარ­მო­ებს ვკი­თხლობთ, რო­გორც ჩანს, მას თვი­თონ აქვს პრო­ზა­ი­კო­სის ხა­სი­ა­თი. ის მშვი­დი, აუ­ღელ­ვე­ბე­ლი მთხრო­ბე­ლია, რაც პრო­ზის ძა­ლი­ან დიდი პლი­უ­სია. წე­რის მა­ნე­რას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ორი­გი­ნა­ლუ­რია თვი­თონ სი­უ­ჟე­ტიც. მან შე­იძ­ლე­ბა მკი­თხველს რო­მე­ლი­მე და­სავ­ლუ­რი ან სუ­ლაც, ქარ­თუ­ლი რო­მა­ნი გა­ახ­სე­ნოს, თუმ­ცა მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და არ მის­დევს რო­მე­ლი­მე ავ­ტორს. ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა ოს­კარ უა­ილ­დის „დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრეტ­თა­ნაც“ გა­ავ­ლოს პა­რა­ლე­ლი, თუმ­ცა ნი­კო­ლო­ზი არ სცდე­ბა რე­ა­ლო­ბას, იყე­ნებს ზღაპ­რულ მო­ტი­ვებ­საც, ფენ­ტეზ­საც, მაგ­რამ კარ­გად ხე­დავს და აღ­წერს ცხოვ­რე­ბას, ასა­ხა­ავს ქარ­თულ ყო­ფი­ე­რე­ბას“,- ამ­ბობს ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი.

wignebi

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვილს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა წლე­ბია პო­ე­ტის ამ­პლუ­ა­ში იც­ნობს. მო­მა­ვა­ლი ექი­მი და მისი ლექ­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში სარ­გებ­ლობს. რო­გორც ავ­ტო­რი marao.ge-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, წიგ­ნიც სწო­რედ ამ თა­ო­ბის­თვის, 16 წელ­ზე უფ­რო­სი მკი­თხვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო. მან სა­უბ­რი­სას პრე­ზენ­ტა­ცი­ის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­იხ­სე­ნა და წიგ­ნის მი­ზან­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მე­გო­ბა­რი და მრჩე­ვე­ლი გახ­დე­ბა, რო­მელ­თა ცხოვ­რე­ბა­შიც ემო­ცი­ებ­სა და გან­ცდებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს:

„დიდი ხა­ნია ასე ძა­ლი­ან არ მი­ნერ­ვი­უ­ლია, თუმ­ცა რო­გორც კი ჩემ­თვის გან­კუთ­ვნილ „მწერ­ლის სკამ­ზე“ მოვ­კა­ლათ­დი და წარ­დგე­ნა და­ი­წყო, მივ­ხვდი სა­კუ­თარ თავს და წიგნს იმა­ზე მე­ტად ვჭირ­დე­ბო­დი, ვიდ­რე ოდეს­მე. სა­ოც­რად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ურ­თი­ერ­თო­ბა მკი­თხველ­სა და ავ­ტო­რებს შო­რის. პირ­ვე­ლი ავ­ტოგ­რა­ფე­ბიც და­ვა­რი­გე და მკი­თხველს სა­ნის­თან და შვიდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ გრძნო­ბას­თან ერ­თად თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე მოგ­ზა­უ­რო­ბა ვუ­სურ­ვე. წიგ­ნი, ალ­ბათ, 16 წლის თი­ნე­ი­ჯე­რებს და უფ­რო­სებს მო­ე­წო­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ის მკი­თხველს გან­სხვა­ვე­ბულ ემო­ცი­ებ­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს და­უ­ტო­ვებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ია­ნის გრძნო­ბე­ბი და გან­ცდე­ბი ასე თუ ისე შორს არის რე­ა­ლუ­რის­გან, ის ცდი­ლობს თა­ვი­სე­ბუ­რი ახ­სნა მო­უ­ძებ­ნოს ყვე­ლა­ფერს, მკი­თხვე­ლი ბევრ სა­ერ­თოს იპო­ვის მას­თან.ჩემი წიგ­ნი ვინ­მეს მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და მის­გან ცხოვ­რე­ბის სწავ­ლე­ბას უნდა ელო­დოთ-მეთ­ქი, არ გე­ტყვით. ის უბ­რა­ლოდ კარ­გი მე­გო­ბა­რი და მრჩე­ვე­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც შე­გიძ­ლია მა­შინ მი­ა­კი­თხო, რო­დე­საც რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის მოს­მე­ნა მო­გინ­დე­ბა. წიგ­ნი არის ადა­მი­ა­ნებ­ზე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ, გა­ნი­ცა­დონ და იგ­რძნონ“.- ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის“ ხუ­თი­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნი: გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძის „შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი“; ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“; ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძის „ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია“; იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის „ტრან­სმუ­ტა­ცია“ და ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის „ცდუ­ნე­ბა“ 20%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით გა­ი­ყი­და.

კონ­კურსს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” მე­ო­რე წე­ლია ატა­რებს. გა­სუ­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რო­მა­ნე­ბი უკვე რე­ა­ლუ­რი ბესტსე­ლე­რე­ბი არი­ან, რო­მელ­თა გა­ყიდ­ვებ­მა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­ყიდ­ვე­ბის რე­კორ­დე­ბიც მოხ­სნა.

კონ­კურ­სის მი­ზა­ნია, აღ­მო­ა­ჩი­ნოს ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და და­ეხ­მა­როს ქარ­თველ მწერ­ლებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

ელფოსტაბეჭდვა