ახალი შესაძლებლობა წიგნის მოყვარულებისთვის - აუდიოწიგნების პირველი ვებგვერდი საქართველოში
ახალი შესაძლებლობა წიგნის მოყვარულებისთვის - აუდიოწიგნების პირველი ვებგვერდი საქართველოში
ახალი შესაძლებლობა წიგნის მოყვარულებისთვის - აუდიოწიგნების პირველი ვებგვერდი საქართველოში
18 იანვარი, 2019 წ.

თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს ქა­ო­სურ რე­ჟიმ­ში უწევს ცხოვ­რე­ბა. მუდ­მი­ვად სა­დღაც გვეჩ­ქა­რე­ბა, მუდ­მი­ვად სა­დღაც გავ­რბი­ვართ და რა­ღაც გვაქვს მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. დრო­ის დე­ფი­ცი­ტი არ გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ წიგნ­თან მეტი დრო გა­ვა­ტა­როთ. აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის შექ­მნის ერთ-ერთი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს გახ­ლავთ, გა­ა­მარ­ტი­ვოს ადა­მი­ა­ნე­ბის წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი უკვე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

სა­ქარ­თვე­ლო­შიც გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლა წიგ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ზღაპ­რე­ბი, თუმ­ცა gudabooks.ge აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის­თვის შექ­მნი­ლი პირ­ვე­ლი ვებგ­ვერ­დია, რო­მე­ლიც მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, იქო­ნი­ოს პი­რა­დი აუ­დი­ო­ბიბ­ლი­ო­თე­კა და იკი­თხოს წიგ­ნე­ბი ყველ­გან: მან­ქა­ნა­ში, მა­ტა­რე­ბელ­სა თუ თვითმფრი­ნავ­ში, ვე­ლო­სი­პე­დი­თა თუ ფე­ხით სე­ირ­ნო­ბი­სას, რიგ­ში დგო­მი­სას, ვარ­ჯი­შის დროს ან უბ­რა­ლოდ დას­ვე­ნე­ბი­სას.

აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ვებგ­ვერ­დზე gudabooks.ge ან აპ­ლი­კა­ცი­ით - გუდა (Guda), რომ­ლის ჩატ­ვირ­თვა­საც iOS (iPad, iPhone, iPod Touch), Android და Windows (Windows 10, mobile) მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ონ­ლა­ინ­მარ­კე­ტე­ბი­დან შეძ­ლე­ბენ.

palitraL

„გუ­დას­თვის არ არ­სე­ბობს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის მი­ზა­ნია, წიგ­ნი ყვე­ლას­თვის იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ვებგ­ვერ­დის შექ­მნაც სწო­რედ ამ იდე­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. მას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ შშმ პი­რე­ბიც. აუ­დიო წიგ­ნებ­თან ერ­თად ვებგ­ვერ­დზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა წიგ­ნე­ბის ელ. ვერ­სი­ე­ბიც. “- აცხა­დებს „პა­ლიტ­რა L“-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მა­რი­ამ აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი.

აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი gudabooks.ge-ზე ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში იწე­რე­ბა. ამ დრო­ის­თვის ვებგ­ვერ­დზე უკვე ასამ­დე წიგ­ნია გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი, ესე­ნია კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბის თარ­გმა­ნე­ბი, ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი, აქ ნა­ხავთ ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ებ­საც.

Godabooks.ge ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ტეს­ტო ეტაპ­ზეა, თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბელს უკვე შე­უძ­ლია სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნის შე­ძე­ნა. პრო­დუქ­ტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის ხმე­ბით და მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­თაა ჩა­წე­რი­ლი, რაც უფრო კომ­ფორ­ტულს ხდის მის გა­მო­ყე­ნე­ბას.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ეწ­ვი­ონ ვებგ­ვერდს: www.gudabooks.ge ან გად­მო­წე­როს აპ­ლი­კა­ცია შე­სა­ბა­მი­სი ონ­ლა­ინ­მარ­კე­ტი­დან.

აპ­ლი­კა­ცი­ის გად­მო­სა­წე­რად, თქვე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბი­დან (Apple, Android, Windows) უნდა შეხ­ვი­დეთ ონ­ლა­ინ­მარ­კე­ტებ­ზე (App store, Playstore, Microsoft store) მო­ძებ­ნოთ "Guda" და ჩა­მოტვირ­თოთ „გუდა“.

ბეჭდვა