ჯ.რ.რ. ტოლკინის - „შობის პაპის წერილები“ პრეზენტაცია 19 დეკემბერს გაიმართება
ჯ.რ.რ. ტოლკინის - „შობის პაპის წერილები“ პრეზენტაცია 19 დეკემბერს გაიმართება
ჯ.რ.რ. ტოლკინის - „შობის პაპის წერილები“ პრეზენტაცია 19 დეკემბერს გაიმართება
18 დეკემბერი, 2018 წ.

19 დე­კემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში (მის: კან­დე­ლა­კის #7) ჯ.რ.რ ტოლ­კი­ნის ახა­ლი თარ­გმა­ნის, „შო­ბის პა­პის წე­რი­ლე­ბის“ წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა.

ჯ.რ.რ ტოლ­კი­ნის „შო­პის პა­პის წე­რი­ლე­ბი“ გა­მო­ი­ცა სე­რი­ის „კლა­სი­კო­სე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი კლა­სი­კო­სი ავ­ტო­რე­ბის პა­ტა­რე­ბის­თვის და­წე­რილ ნა­წარ­მო­ე­ბებს აერ­თი­ა­ნებს. წიგ­ნი აერ­თი­ა­ნებს წე­რი­ლებს, რომ­ლებ­საც ტოლ­კი­ნი სა­კუ­თარ ოთხ შვილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწერ­და, რო­გორც შო­ბის პაპა. წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ავ­ტო­რი­სე­უ­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბით. „შო­ბის პა­პის წე­რი­ლე­ბის“ წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა კამ­პა­ნი­ის, "კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ" ჩარ­თუ­ლო­ბით, რომ­ლის მი­ზა­ნია წა­ა­ხა­ლი­სოს მა­მა­კა­ცე­ბის, რო­გორც არა­მო­ძა­ლა­დე და მზრუნ­ვე­ლი მა­მე­ბის და მე­უღ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ოჯა­ხე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის, რათა მა­მა­კა­ცებ­მა მე­ტად და­უ­ჭი­რონ მხა­რი გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას და ამ გზით - სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

წიგნს წა­რად­გე­ნენ მწერ­ლე­ბი: ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, დათო გორ­გი­ლა­ძე და მთარ­გმნე­ლი ნიკა სა­მუ­შია.

კამ­პა­ნია „კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ“ ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია We Care-ის მიერ, გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის „გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში, შვე­დე­თის მთავ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ყვე­ლა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც კამ­პა­ნი­ის იდე­ას იზი­ა­რებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/1120754238098918/

 

ბეჭდვა