ბასტი და ბუბუს სათამაშოები - ყველასთვის საყვარელი გმირები ეკრანიდან სახლებში ინაცვლებენ
ბასტი და ბუბუს სათამაშოები - ყველასთვის საყვარელი გმირები ეკრანიდან სახლებში ინაცვლებენ
ბასტი და ბუბუს სათამაშოები - ყველასთვის საყვარელი გმირები ეკრანიდან სახლებში ინაცვლებენ
31 ოქტომბერი, 2018 წ.

სულ მალე ბას­ტი და ბუბუ ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან ბავ­შვე­ბის ხელ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ისა და ბას­ტი-ბუ­ბუს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ფუმ­ფუ­ლა თო­ჯი­ნე­ბად იქ­ცნენ.

ბას­ტი და ბუბუ 25 წელ­ზე მე­ტია, ყვე­ლა თა­ო­ბის საყ­ვა­რელ პერ­სო­ნა­ჟე­ბად მო­ი­აზ­რე­ბი­ან. მათი თო­ჯი­ნე­ბად ქცე­ვის პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, პერ­სო­ნა­ჟე­ბის ახალ თა­ო­ბას­თან კი­დევ უფრო და­ახ­ლო­ვე­ბაა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 4 სა­ხის თო­ჯი­ნა ორი­გი­ნა­ლუ­რი ილუსტრა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა.

თო­ჯი­ნე­ბი „ბას­ტი-ბუ­ბუ­სა“ და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გია. გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში გვპირ­დე­ბი­ან, რომ სა­მო­მავ­ლოდ გმი­რებს პა­ტა­რე­ბი წიგ­ნებ­შიც შეხ­ვდე­ბი­ან. „ბას­ტი-ბუ­ბუს“ დი­რექ­ტო­რის თა­მარ ახვლე­დი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ამი­ე­რი­დან ბას­ტი და ბუბუ ბავ­შვებს კი­დევ უფრო და­უ­მე­გობ­რდე­ბი­ან.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ორი ბრენ­დი გა­ერ­თი­ან­და და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტი შე­იქ­მნა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ეს გმი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბია, არ­სე­ბო­ბენ და ძა­ლი­ან უყ­ვართ უკვე სხვა ფორ­მი­თაც ხელ­მიწ­ვდო­მია და ბავ­შვებს ბას­ტი და ბუ­ბუს თო­ჯი­ნე­ბი ეყო­ლე­ბათ. ჩვე­ნი გმი­რე­ბით უკვე და­ბეჭ­დი­ლია ბლოკ­ნო­ტე­ბი, სტი­კე­რე­ბი, ბა­ლი­შე­ბი. ამი­ე­რი­დან კი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის. სა­მო­მავ­ლო­დაც ვგეგ­მავთ არა­ერ­თი სი­ახ­ლის შე­თა­ვა­ზე­ბას. იქ­ნე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი. „პა­ლიტ­რა L-თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა დიდი შო­უ­ე­ბი და გა­და­ცე­მე­ბიც დავ­გეგ­მოთ,“ - გან­მარ­ტავს თა­მარ ახვლე­დი­ა­ნი.

palitraL

"პა­ლიტ­რა L-ის­თვის" კი ბას­ტი­სა და ბუ­ბუს შექ­მნა ქარ­თველ გმი­რებ­თან მუ­შა­ო­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა. გა­მომ­ცემ­ლო­ბამ თოვ­ლის გუნ­და უკვე აქ­ცია წიგ­ნის გმი­რად, მისი პაზ­ლე­ბი, სტი­კე­რე­ბი, ბა­ლი­შე­ბი, ჭი­ქე­ბი და სა­თა­მა­შო­ე­ბიც კი შექ­მნა, რა­მაც გმი­რის პო­პუ­ლა­რო­ბა ახალ თა­ო­ბა­შიც გა­ზარ­და.

ბას­ტი­სა და ბუ­ბუს თო­ჯი­ნე­ბის წარ­დგე­ნა 31 ოქ­ტომ­ბერს 19:00 სა­ათ­ზე ჭავ­ჭა­ვა­ძის „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა. მხი­ა­რულ პრე­ზენ­ტა­ცი­ას წა­იყ­ვანს ბა­ბი­ლი­ნა, ბას­ტი, ბუბუ და ბავ­შვე­ბი. პა­ტა­რებს სა­ინ­ტე­რე­სო სი­ურპრი­ზე­ბი ელით: სა­ხა­ლი­სო გა­თა­მა­შე­ბა, სა­ხის მო­ხატ­ვა და მუ­სი­კა­ლუ­რი შოუ. სა­თა­მა­შო­ე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი

ბეჭდვა